საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1012

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, რაც ნათლად გამოჩნდა არჩევნების შემდეგ თქვენი პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გერმანიაში

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-05 12:19:00

უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, რაც ძალიან ნათლად გამოჩნდა არჩევნების შემდეგ თქვენი პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გერმანიაში, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქართველ კოლეგასთან, ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ორი ქვეყნის ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავსაც გაუსვა ხაზი. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის და მაზარ-ი-შარიფში ​გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის დროს ქართველი სამხედროების დახმარებისთვის. 

„დიდი სიამოვნებით ჩამოვედი საქართველოში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ჩამოდის. ეს ასევე არის საქართველოს მიმართ ჩემი მადლობის და პატივისცემის გამოხატულება. ჩვენ 200-წლიანი საერთო დიდი ისტორია გვაქვს ანუ როდესაც პირველი გერმანელი შვაბები საქართველოში ჩამოვიდნენ. 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ ჩვენს ქვეყნებს შორის. მაგრამ ჩემი მადლობა ეკუთვნის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორ საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით, იმიტომ რომ საქართველო ძალიან მყარად დგას ჩვენს გვერდით. ჩვენ არ დაგვავიწყდება ავღანეთში, გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის დროს მაზარ-ი-შარიფში ქართველი სამხედროების დახმარება, როდესაც მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი დაცვისათვის. მათ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. ექსტრემალური სიტუაციები გვარწმუნებს, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი ფუნდამენტი აქვს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედროების მომზადების მაღალ დონესა და პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი, ასევე ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე. 

„მოხარული ვარ, რომ გერმანიაში ქართველ ჯარისკაცებს შევხვდი, რომლებიც მომზადებას გადიან და რომლებთანაც სანდო პარტნიორობა გვაკავშირებს. მათი განათლება და მომზადება მაღალ დონეზეა, ისინი პროფესიონალი ჯარისკაცები არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობა გვაქვს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. საერთო გეგმები გაგვაჩნია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ფარგლებშიც. თქვენ ბრძანდებოდით გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის აკადემიაში, კარგი იქნებოდა ამ სკოლებს შორის შინაარსობრივი თანამშრომლობა განვითარდეს. ჩვენ ვაკვირდებით რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და ვაფასებთ დემოკრატიის გამყარებას თქვენს ქვეყანაში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას. თქვენ აღნიშნეთ სწავლება „ღირსეული პარტნიორი“. ჩვენ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავაგრძელებთ ამ სწავლებაში მონაწილეობას თქვენთან ერთად და თქვენს გვერდით. ეს კი იმის მაგალითია, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, რომელიც ძალიან ნათლად გამოჩნდა არჩევნების შემდეგ თქვენი პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გერმანიაში. ვიზიტისას მხარეები შევთანხმდით, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდებოდა. ეს არის მადლობისა და პატივისცემის ნიშანი“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. 

გერმანიის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ურსულა ფონ დერ ლაიენის კომენტარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ქურთების მიერ გამართული აქციის დროს 15 პოლიციელი დაშავდა. 
წაკითხვა
გერმანიის შს მინისტრი - „ჩვენ მასშტაბური ტერაქტი აღვკვეთეთ“
გერმანიის შს მინისტრი - „ჩვენ მასშტაბური ტერაქტი აღვკვეთეთ“
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ესტონეთი არის სახელმწიფო, რომელიც ძალიან ზუსტად აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციის არაღიარებას და დევნილთა დაბრუნების საკითხებზე
გიორგი მარგველაშვილი - ესტონეთი არის სახელმწიფო, რომელიც ძალიან ზუსტად აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციის არაღიარებას და დევნილთა დაბრუნების საკითხებზე
ესტონეთი არის სახელმწიფო რომელიც ძალიან ზ
წაკითხვა
საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა, გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდიმ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
წაკითხვა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტების ერთობლივი ბრიფინგი იწყება
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტების ერთობლივი ბრიფინგი იწყება
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტების ერთობლივი ბრიფინგის დაწყებას ელოდებიან. 
წაკითხვა
გერმანიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
გერმანიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ტერაქტის დაგეგ
წაკითხვა
საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო [ვიდეო]
საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო [ვიდეო]
საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის ვიზიტი დაიწყო. 
წაკითხვა
საქართველოში ვიზიტად მყოფი ირლანდიის სენატის თავმჯდომარე პრემიერს ხვდება
საქართველოში ვიზიტად მყოფი ირლანდიის სენატის თავმჯდომარე პრემიერს ხვდება
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ირლა
წაკითხვა