საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
349

ნინო ბურჯანაძე - გამოვრიცხავ, პრეზიდენტმა ვეტოს დადებაზე უარი განაცხადოს ან გაიზიაროს მხოლოდ უმრავლესობის წინადადება

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-05 15:38:00


ნინო ბურჯანაძე გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ვეტოზე უარი განაცხადოს. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილის კოსულტაციები ოპოზიციასთან ამის დამადასტურებელია. 

მისივე განმარტებით, თუ პრეზიდენტის ვეტოში ასახული იქნება ოპოზიციის წინადადებები და ამას ხელისუფლება გაითვალისწინებს, ეს ქვეყანაში ვითარებას გააუმჯობესებს.

„მე გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტმა ვეტოს დადებაზე უარი განაცხადოს. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ საბოლოოდ შეჯერდეს პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რა ტიპის ვეტოთი უნდა შევიდეს პარლამენტში. მე ასევე გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტმა გაიზიაროს მხოლოდ უმრავლესობის წინადადება. ეს საერთოდ არის სამარცხვინო და სასაცილო, რომ უმრავლესობა ჯერ გაჯიუტებული იღებს კონსტიტუციას და შემდეგ, მეორე დღესვე ეუბნება პრეზიდენტს, რომ ამ ორ საკითხზე დაგეთანხმები, ვეტო დაადეო. ეს არის თამაში, ფარსი და ცირკი. ​დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამაზე არ წავა, მაგრამ სწორედ ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები პრეზიდენტი სასახლეში. ჩვენი წარმომადგენელიც ესწრება კონსულტაციებს. არის ვარინტები, რომელიც შესაძლოა, პრეზიდენტის ვეტოში აისახოს და ამ ვარიანტებმა მცირედით მაინც გამოგვიყვანონ იმ კონსტიტუციური ჩიხიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა შეიყვანა. რამდენიმე საკითხი არის. ეს საკითხები ეხება, როგორც საარჩევნო კანონმდებლობას, უშიშროების საბჭოს და მის კომპენტენციას, პრეზიდენტის არჩევის წესს და რა თქმა უნდა, მთავარი არის საარჩევნო სისტემის საკითხი, როდის და როგორ უნდა ჩატარდეს. ეს ოთხი-ხუთი თემაა სულ, რომელზეც ახლა პრინციპულად მიმდინარეობს მოლაპარაკება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთშია. კერსტი კალიულაიდი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა. ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად,
წაკითხვა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ინიცირდება
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ინიცირდება
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამეტში დღეს იწყება. ოპოზიციის ნაწილი განხილვებში
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა და
წაკითხვა
ესტონელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
ესტონელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
საქართველოში ბიზნესწარმოების უსაფრთხო გარ
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა