function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
ალაბამას, ლუიზიანას, ფლორიდისა და მისისიპის შტატებში შტორმ „ნეითის" მოახლოების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, უახლოეს რამდენიმე საათში, სანაპირო რაიონებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდება.
ქარიშხალი „ნეითი" უკვე დაატყდა თავს ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს. ნიკარაგუასა და კოსტა რიკაში სტიქიას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 3 ადამიანია დაღუპული ჰონდურასში. ნიკარაგუაში ადიდებულია მდინარეები.
მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები. ანალოგიური მდგომარეობაა კოსტა რიკაში. სტიქიის ზონიდან უკვე განხორციელდა 5 ათასი ადამიანის ევაკუაცია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი შეერთებული შტატების სანაპიროებს შაბათს მიუახლოვდება. ეპიცენტრში ქარის სიჩქარემ შესაძლოა საათში 120 კილომეტრს მიაღწიოს.