საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
738

ქობულეთის შემოვლით გზაზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხიდი შენდება

გამოქვეყნებულია 2017-10-06 12:57:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განტვირთვისთვის ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას განაგრძობს. პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე, მეორე - 18 კილომეტრიანი მონაკვეთი შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან გიორგი სეთურიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, სულ 15 ხიდი აშენდება. მათ შორის არის ხიდები რომელთა მშენებლობაც, ახალი MSS“ ტექნოლოგიით–ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბის გამოყენებით ხორციელდება.

ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს სოფ. საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელის – ვიადუკის მშენებლობა, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია.

ამ ეტაპზე, ხიდზე მალის ნაშენის, ტროტუარების, რკინაბეტონის თვალამრიდების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, კმ30-კმ33 მონაკვეთებზე საავტომობილო კვანძთან ხორციელდება არსებული გზის მიერთებების სამუშაოები.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისთვის და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც. აჭარის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა კი ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209 852 079 ლარია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის
წაკითხვა
ყაზბეგში, მდინარე ბიდარაზე ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ყაზბეგში, მდინარე ბიდარაზე ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდინარე ბიდარაზე სახი
წაკითხვა
კახა კალაძემ ზაჰესის დასახლების ხიდთან მიმდინარე გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა
კახა კალაძემ ზაჰესის დასახლების ხიდთან მიმდინარე გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველ
წაკითხვა
ზაჰესის ხიდთან დაზიანებული გზის აღსადგენად სამუშაოები დაიწყო
ზაჰესის ხიდთან დაზიანებული გზის აღსადგენად სამუშაოები დაიწყო
ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური წყალსადენი მილის გაფუჭებამ გამოიწვია. ადგილზე დი
წაკითხვა
ზაჰესის ხიდთან მისასვლელ გზას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღადგენს
ზაჰესის ხიდთან მისასვლელ გზას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღადგენს
ზაჰესის ხიდთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“
წაკითხვა
ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევაზე თბილისის მერია ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევაზე თბილისის მერია ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანება
წაკითხვა
მტკვარში ახალგაზრდა ქალს ეძებენ
მტკვარში ახალგაზრდა ქალს ეძებენ
თბილისში, გალაკტიონის ხიდიდან ახალგაზრდა ქალი გადახტა, - ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
წაკითხვა
მესტიის რაიონში მდინარე მულხურა ადიდდა, 5 ხიდი წაიღო და უშგულისკენ მიმავალი საავტომობილო გზა დააზიანა
მესტიის რაიონში მდინარე მულხურა ადიდდა, 5 ხიდი წაიღო და უშგულისკენ მიმავალი საავტომობილო გზა დააზიანა
სტიქიას ებრძვიან მესტიის რაიონში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე მულხურა ადიდდა, რომელმაც 5 ხიდი წაიღო და უშგულისკენ მიმავალი საავტომობი
წაკითხვა