საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
696

9 რელიგიური ორგანიზაციისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისიამ ძირითადად დადებითი გადაწყვეტილება მიიღო

ლიზა ზუბაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-06 14:04:00


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულმა რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მეოთხე სხდომა გამართა. სხდომაზე 9 რელიგიური ორგანიზაცისთვის ქონების გადაცემასთნ დაკავშირებული საკითხები გადაწყდა. 

საბჭომ განიხილა მართლმადიდებლური ეკლესიის 17 შუამდგომლობა, რომელიც ეკლესიების მშენებლობის პროცესში ფინანსურ დახმარებას ეხებოდა, აქედან დადებითი გადაწყვეტილება 16-ზე გაიცა.

ლუთერულ ეკლესიას, რომელიც საქართველოში დაახლოებით 200 წელია არსებობს, თბილისში მიწის ნაკვეთი გადაეცა საკუთრებაში, სადაც გერმანული სასაფლაო და ეკლესიაცაა განთავსებული. 

საბჭომ დააკმაყოფილა იეზიდთა თემის სასულიერო საბჭოს შუამდგომლობაც. მათ ლოტკინზე, იეზიდთა სასაფლაოს მიმდებარედ 350კვ. მეტრი ფართობი გადაეცათ სალოცავის ასაშენებლად. 

საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო კათოლიკური ეკლესიის სასარგებლოდაც. მათ რუსთავში ადგილმონაცვლეობით 500 კვადრატული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ახალი ტეროტორია გადაეცათ, რომელიც 1200 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ასევე, 2014 წელს წინსწრებით გაცემულ შუამდგომლობაში შევიდა ცვლილება სახელწოდებასთნ დაკავშირებით.

მუსლიმთა სამმართველოსათვის მოხდა 10 მეჩეთის სარგებლობაში გადაცემა, რომლებიც ძირითადად დასავლეთ საქართველოშია განლაგებული.

რაც შეეხება სომხურ ეკლესიას, მათი ორი შუამდგომლობიდან ერთი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ერთს კი უარი ეთქვა არასრული დოკუმნეტაციის წარმოდგენის გამო.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა