საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1185

ჯანი ბუკიკიო - საკონსტიტუციო ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია, ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ განვითარებას, თუმცა პოლიტიკურ ძალებს შორის ფართო კონსენსუსი რომ მომხდარიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-06 15:36:00


პრობლემა არის ის, რომ ორივე მხარეს სურს ძალიან ბევრი, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, მოთხოვნები შეამცირონ და ერთმანეთს უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობა მისცენ, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„პრეზიდენტს 10 ოქტომბრამდე აქვს დრო. დღეს 6 ოქტომბერია. დარჩა 4 დღე. არ ვიცი, რა მოხდება. არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ან უმრავლესობის გეგმები როგორია. ასე ვიტყოდი - სასწაული შეიძლება მოხდეს. ჩემი პოზიცია ასეთია, საკონსტიტუციო ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია და ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ განვითარებას. ისევ და ისევ, რომ ყოფილიყო შესაძლებელი ფართო კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის, მაშინ გაცილებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გაცილებით კარგი იქნებოდა“, - განაცხადა ბუკიკიომ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიისთვის ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციაზე მუშაობის დროს კონსენსუსი აუცილებელია. 

„ძალიან კარგად ვიცი, რომ ამის მიღწევა ძნელია, რთულია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არ მოგვწონს, თუ კონსტიტუცია შეთანხმებული და მიღებულია მხოლოდ ერთი პარტიის მიერ. ეს არის პრობლემა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები კარგია და კონსტიტუცია კარგია, კონსენსუსის აუცილებლობა მაინც რჩება. კონსტიტუცია ყველასია, ხალხის კუთვნილებაა, საქართველოს და ქართული საზოგადოების კუთვნილებაა. იმისათვის, რომ კონსტიტუცია აღსრულდეს, ქართველები უნდა ამაყობდნენ და აღიარებდნენ კონსტიტუციას. ჩვენ, ვენეციის კომისიას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეგვიძლია და პოლიტიკურ ძალებზეა სიტუაციის გაუმჯობესება. საერთაშორისო საზოგადოებას შესაძლოა ჰქონდეს მოსაზრება, რომ კონსენსუსის დეფიციტი იყო, როდესაც საქმე კონსტიტუციის ფართო მხარდაჭერის საკითხს ეხებოდა“, - განაცხადა ბუკიკიომ. 

მისივე განცხადებით, ახალი კონსტიტუციის ტექსტი ძალიან კარგია.

„ეს ტექსტი და ეს კონსტიტუცია ქართველი ხალხის ცხოვრებას გააუმჯობესებს. სამწუხაროა, რომ კონსენსუსი არ იყო. მე უნდა ვიყო ოპტიმისტი. მოდით, გამოვთქვათ იმედი, რომ სასწაული მოხდება“, - აღნიშნა მან.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია. 
წაკითხვა
მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს
მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების
წაკითხვა
კონსტიტუციაში ტერმინი “ხმოსანი“ “საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება
კონსტიტუციაში ტერმინი “ხმოსანი“ “საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება
საქართველოს ახალი კონსტიტუციური პროექტი,
წაკითხვა
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია - რას ითვალისწინებს კონსტიტუციური პროექტი
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია - რას ითვალისწინებს კონსტიტუციური პროექტი
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა, რომელსაც ხელს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი 116 დეპუტატი აწერს.&l
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განც
წაკითხვა
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
წაკითხვა
იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციის გაუმჯობესების შეთავაზებულ ვარიანტს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა
იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციის გაუმჯობესების შეთავაზებულ ვარიანტს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა
ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ვენეციის
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რის შემდეგაც საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება
ირაკლი კობახიძე - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რის შემდეგაც საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება. 
წაკითხვა