საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1498

ჯანი ბუკიკიო - საარჩევნო სისტემის შესაცვლელად შვიდი წელი ძალიან ბევრია, მაგრამ ვენეციის კომისიას ზეწოლის განსახორციელებლად არ აქვს არანაირი მექანიზმი

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-06 16:47:00


საარჩევნო სისტემის შესაცვლელად შვიდი წელი ძალიან ბევრია, მაგრამ ვენეციის კომისიას ზეწოლის განსახორციელებლად არ აქვს არანაირი მექანიზმი - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც დავიწყეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა, მიზნად დავსახეთ, რომ საქართველო ახალ საარჩევნო სისტემაზე მომავალი არჩევნებიდან გადასულიყო.

როგორც იცით, პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს და უმრავლესობამ პარტიაში მიაღწია კომპრომისულ ვარიანტს. ამ შეთანხმების თანახმად, ახალ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან დაიგეგმა. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მოსაზრება და ამ მოსაზრებაზე ვრჩებით დღესაც. საარჩევნო სისტემის შესაცვლელად შვიდი წელი ძალიან ბევრია, მაგრამ ვენეციის კომისიას ზეწოლის განსახორციელებლად არ აქვს არანაირი მექანიზმი. 

თქვენთან ინტერვიუში ვამბობ და ეს ჩაიწერება საბოლოო დასკვნაშიც, რომ გადადება არ არის კარგი. თუ გადაიდება 2024 წლამდე ახალ სისტემაზე გადასვლა, მაშინ ჩვენ არაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ.

კარგია, რომ 2024 წლიდან ახალ სისტემაზე გადახვალთ. საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემა ექნება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პარლამენტში მეტ პლურალიზმს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შვიდი წელი ძალიან ბევრია, განსაკუთრებით საქართველოსთვის, როცა ამ წლების განმავლობაში შეიძლება ძალიან ბევრი რამ მოხდეს. სამწუხაროა, მაგრამ უნდა მივიღოთ ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია. 
წაკითხვა
მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს
მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების
წაკითხვა
კონსტიტუციაში ტერმინი “ხმოსანი“ “საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება
კონსტიტუციაში ტერმინი “ხმოსანი“ “საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება
საქართველოს ახალი კონსტიტუციური პროექტი,
წაკითხვა
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია - რას ითვალისწინებს კონსტიტუციური პროექტი
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია - რას ითვალისწინებს კონსტიტუციური პროექტი
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა, რომელსაც ხელს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი 116 დეპუტატი აწერს.&l
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განც
წაკითხვა
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
წაკითხვა
იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციის გაუმჯობესების შეთავაზებულ ვარიანტს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა
იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციის გაუმჯობესების შეთავაზებულ ვარიანტს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა
ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ვენეციის
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რის შემდეგაც საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება
ირაკლი კობახიძე - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რის შემდეგაც საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება. 
წაკითხვა