საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1856

საბავშვო ევროვიზიაზე გრიგოლ ყიფშიძე გიგა კუხიანიძის სიმღერას შეასრულებს

მარიამ შალიკაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-06 17:01:00


საბავშვო ევროვიზია 2017-ის ქართველი კონკურსანტის სიმღერა ცნობილია. ჟიურიმ არჩევანი ცხრა შეთავაზებულ კომპოზიციას შორის გააკეთა და საუკეთესო ერთხმად შეარჩია.

გრიგოლ ყიფშიძე ფინალურ ტურში კომპოზიტორ გიგა კუხიანიძის სიმღერას შეასრულებს.

სიმღერის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა კონკურსანტთან  ერთად გაგრძელდება.

26 სექტემბერს ჟიურიმ წარმოდგენილ არც ერთ სიმღერას არ დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც კონკურსი 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ზაზა შენგელია, დათო ევგენიძე, მაია ბარათაშვილი, ელისო შენგელია და გიორგი ასანიშვილი.

„ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო კონკურსის გაგრძელება, რადგან ამჯერად შერჩეული სიმღერა აკმაყოფილებს საბავშო ევროვიზიის ყველა კრიტერიუმს.  ამ სიმღერით გრიგოლი თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოაჩენს“,- განუცხადა პირველ არხს დათო ევგენიძემ.

საბავშო ევროვიზიას 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. კონკურსში მონაწილეობას ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. მასშტაბური კონკურსის ჩატარების უფლება საქართველომ მას შემდეგ მოიპოვა, რაც გასულ წელს მალტაში ჩატარებული კონკურსი მარიამ მამადაშვილმა სიმღერით „მზეო“ მოიგო.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა