საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
479

გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებს შეხვდა

გამოქვეყნებულია 2017-10-06 19:39:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ელჩებს, საქართველოს მიერ ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა პოზიტიურად და ნაყოფიერად ვითარდება. საქართველო ყველა სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს, რაც განპირობებულია ქვეყნაში მიმდინარე რეფორმებით, ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯებით, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგები ცხადყოფს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ვოლტერ სტივენსს და კომიტეტის წევრებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო პოლიტიკას. შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ევროკავშირის, როგორც ერთ-ერთი თანათავმჯდომარის როლს.

საუბარი შეეხო ნოემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტსაც. აღინიშნა, რომ საქართველო ამ სამიტზე წარსდგება, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერი ქვეყანა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე ესწრებოდნენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, - 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები
გიორგი კვირიკაშვილი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას
წაკითხვა