function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. 1980 -იან წლებში დაარსებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 2010 წელს განახლდა, წელს მეშვიდედ ტარდება. წლევანდელი ფესტივალი, მისი დამფუძნებლის, სახელგანთქმული ქართველი პიანისტის ელისო ვირსალაძის სასცენო მოღვაწეობის 55 წლისთავს დაემთხვა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ელისო ვირსალაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში კონცერტები და მასტერკლასები თელავის სამუსიკო სასწავლებელსა და წინანდალში გაიმართება. ფესტივალი ახალი თაობის პიანისტმა, ლუკაშ ვონდრაჩეკისმა გახსნა, რომლის დირიჟორიც არიელ ცუკერმენია.
კონცერტების პარალელურად, თეატრის ფოიეში მოეწყობა ელისო ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობის ამსახეველი აფიშების გამოფენა. ფესტივალი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.