საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
536

ლევან იზორია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე - ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა დაფიქსირდეს, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს

მარიამ სეთურიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-08 14:29:00


ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა დაფიქსირდეს, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესიასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც ბუქარესტში იმართება. 

მისი თქმით, რუსეთმა მოახდინა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, პრინციპული პოზიციით ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის, როგორიცაა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა. 

„ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა დაფიქსირდეს, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. რუსეთმა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და ვფიქრობ, სწორედ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და პრინციპული პოზიციით ყველა ტრიბუნა უნდა იქნეს გამოყენებული, მათ შორის, როგორიცაა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა. უნდა მოხდეს ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კონსოლიდაცია, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა, რადგან მთელმა მსოფლიომ იცხოვროს წესებზე დაფუძნებულ მსოფლიოში, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, სადაც საზღვრები არის საერთაშორისო ნორმებით აღიარებული“, - განაცხადა ლევან იზორიამ. 

რუმინეთის დედაქალაქში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესია გრძელდება. შეხვედრას 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დელეგაციაც ესწრება. 

რეზოლუციის საბოლოო ტექსტზე მუშაობა ამ წუთებში მიმდინარეობს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის აგრესიული პოლიტიკაა, რაც რეგიონისა და მისი მეზობლების უსაფრთხოებას უშლის ხელს. ასამბლეაზე დეპუტატებმა სპეციალური ანგარიში წარადგინეს, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოებაზეა ყურადღება გამახვილებული. 

მოხსენებაში საუბარია საქართველოზეც. დიდი ნაწილი კი ოკუპირებულ აფხაზეთს ეთმობა. რეზოლუციას ასამბლეა ხვალ დაამტკიცებს. 

ხვალვე მოხსენებით ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვა. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ტოტალური თავდაცვა და ჰიბრიდული ომის წარმოება“ - ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საჯარო ლექცია წაიკითხა
„ტოტალური თავდაცვა და ჰიბრიდული ომის წარმოება“ - ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საჯარო ლექცია წაიკითხა
„ტოტალური თავდაცვა და ჰიბრიდული ომის წარმოება“ – თემაზე ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საჯარო ლე
წაკითხვა
საქართველოში ფინეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება
საქართველოში ფინეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება
საქართველოში ფინეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. ფინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მასპინძლობს. 
წაკითხვა
ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთი
წაკითხვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში გენერალური შტაბის უფროსების სამმხრ
წაკითხვა
ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა
ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა
ბათუმი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვ
წაკითხვა
„მივესალმებით წევრობისთვის მომზადების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“ - რა წერია რეზოლუციაში, რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იღებს
„მივესალმებით წევრობისთვის მომზადების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“ - რა წერია რეზოლუციაში, რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იღებს
რეზოლუცია, რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ა
წაკითხვა
ლევან იზორია - მომავალ კვირას საქართველოს მნიშვნელოვანი სტუმრები ეწვევიან
ლევან იზორია - მომავალ კვირას საქართველოს მნიშვნელოვანი სტუმრები ეწვევიან
მომავალ კვირას საქართველოს ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ეწვევა. ამასთან, ველოდებით მნიშვნე
წაკითხვა
საქართველოში გერმანიის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიწყო [ვიდეო]
საქართველოში გერმანიის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიწყო [ვიდეო]
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით გე
წაკითხვა