საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1200

ლიტველი დეპუტატი - საქართველომ არ უნდა მისცეს მიზეზები და არგუმენტები სკეპტიკოს ქვეყნებს, რომ მათ ეს მიზეზები ნატო-ში თქვენი წევრობის წინააღმდეგ გამოიყენონ

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-08 17:42:00

ნატო-მ უნდა გაუღოს წევრობის კარი საქართველოსაც და უკრაინასაც,- ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელმა რასა იუკნიავიჩენემ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესის დასაჩქარებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„არ ვფიქრობ, რომ ნატო-ში საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე საუბარი ნაადრევია. დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო მალე მიიღებს საქართველო წევრობის სამოქმედო გეგმას, მით უფრო უკეთესი იქნება ნატო-სთვის და რუსეთის შეკავების პოლიტიკას ხელს შეუწყობს.  ნატო-ს ყველა წევრი არ არის მზად იმისათვის, რომ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე გადაწყვეტილება მიიღოს.

ბევრი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ პროცესის დაჩქარება და საქართველოსთვის მაპის მინიჭება რუსეთის პროვოცირებას მოახდენს.

მე, როგორც ლიტველი დეპუტატი განსხვავებულად ვფიქრობ. ჩემი აზრით, არსებული სიტუაცია უფრო ახდენს რუსეთის პროვოცირებას, ვიდრე ნატო-ს მკაფიო და მტკიცე სტრატეგია.

მსჯელობა მიმდინარეობს. ორგანიზაციის წევრებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. საქართველომაც და უკრაინამაც მაქსიმალურად უნდა იაქტიურონ, არ უნდა დანებდნენ და გააკეთონ ყველაფერი მიზნის მისაღწევად.

მთავარია, რომ ევროპული ქვეყნების პოლიტიკურმა მოსაზრებებმა თქვენი იმედგაცრუება არ გამოიწვიოს. ლიტვაც არ გამხდარა ერთ დღეში ნატოს წევრი. თქვენთვის შესაძლოა, ეს პროცესი უფრო გრძელვადიანი იყოს“,- განაცხადა ლიტველმა დეპუტატმა.

რასა იუკნიავიჩენეს განცხადებით, საქართველომ და უკრაინამ უნდა დაამტკიცონ, რომ ევროპული ღირებულებების ერთგულები არიან.

„ბოდიში მინდა მოგიხადოთ ამას რომ ვამბობ, მაგრამ საქართველომ და უკრაინამ უნდა დაამტკიცონ, რომ ევროპულ დემოკრატიას, ევროპის ნაწილს წარმოადგენენ და ევროპული ღირებულებების ერთგულები არიან.

თქვენ უნდა გააკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ. არ უნდა მისცეთ მიზეზები და არგუმენტები სკეპტიკოს ქვეყნებს, რომ მათ ეს მიზეზები თქვენი წევრობის წინააღმდეგ გამოიყენონ. მაგალითად, ბევრი პოლიტიკოსი ამბობს, რომ უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და არ აკეთებენ საკმარისს იმისათვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება სწრაფი ტემპით მოხდეს.

საქართველოზე მესმის, რომ აქვს ადგილი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნას. ეს ცუდი გზავნილებია დასავლეთისთვის და მათთვის, ვისაც კარგად არ ესმის არსებული ვითარება. საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები და დემოკრატიის მაღალი ხარისხი აჩვენოს“,- აცხადებს პირველ არხთან ინტერვიუში რასა იუკნიავიჩენე.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭა
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველო
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდ
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმ
წაკითხვა