საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
8666

ილია მეორემ მრევლს მიმართა, ერთი დღე და ღამე იმარხულონ, ილოცონ და გაჭირვებულებს სამი ცხვარი შესწირონ

გამოქვეყნებულია 2017-10-08 14:40:00

„კარგი იქნებოდა, რომ დალოცვამდე ან დალოცვის შემდეგაც ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა“,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა.

ამასთან, როგორც პატრიარქმა სამების ტაძარში აღნიშნა, გვარის შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი, რომელიც გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისთვის.

„ყოველი ადამიანი მიდის ან წინ, ან უკან. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ეკლესია მიდის წინ, ქართველი ხალხი მიდის წინ და ზოგიერთს ეს აღიზიანებს. უკან ჩვენ ვერ დავიხევთ, ვერ წავალთ უკან.

ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს იყოს სათნო ღვთისათვის და სასარგებლო ადამიანისათვის.

ხშირად მეკითხებიან, აი ამ ორმოცი წლის მანძილზე თუ რა გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დავიბრუნეთ უძველესი ტიპიკონი შვიდი ლოცვისა, შვიდგზის ლოცვა ეს ღვთის დიდი წყალობაა და იგი სასწაულებს ახდენს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა, მაგრამ ალბათ მარტო დალოცვა არ არის საკმარისი. უნდა გაძლიერდეს ლოცვა. ჩვენი ლოცვა არ არის ფანატიკური მოქმედება, ჩვენი ლოცვა უშუალო კავშირია ღმერთთან.

როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ჩვენი ოჯახები? ერთ-ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი: კარგი იქნებოდაო, რომ დალოცვამდე ან დალოცვის შემდეგაც ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა.

გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა განიდევნება ლოცვითა და მარხვით. მე ძალიან მომწონს შემოთავაზებული წინადადება. თან ძნელი არ არის, რომ ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები - მადლობის ლოცვა, წმინდა სამების, იესოს, ღვთისმშობლის და სხვა ლოცვები.

ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამების ამ წმინდა ტაძრიდან. აი დავუშვათ დღის 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე მორიგეობით წაიკითხავენ ლოცვებს და გვარის შესაწირავი იქნება სამი ცხვარი, რომელიც გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისთვის. მე ვფიქრობ, ეს მოიტანს საოცარ შედეგს, რომ გაძლიერდეს სიყვარული ხალხში, ურთიერთპატივისცემა და თანადგომა.

ძველი რომაელები ამბობდნენ  HOMO HOMINI LUPUS EST.  ადამიანი ადამიანისათვის მგელია. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და ამას ვერ ვიტყვით, ვერც ვიმოქმედებთ ამ კანონით.  ადამიანი ადამიანისათვის საყვარელი ძმა უნდა იყოს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ მოყვასს, ვინც არ უნდა იყოს იგი, მით უმეტეს, თუ გაჭირვებულია და ცოდვაშია ჩავარდნილი.

ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს, რათა დავიწყოთ სულიერ კიბეზე ასვლა, კიბეზე, რომელიც მიგვიყვანს სასუფეველში“,-ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება პირდაპირი გზაა სასუფეველში
ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება პირდაპირი გზაა სასუფეველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
ილია მეორე კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“
ილია მეორე კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
წაკითხვა
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე -თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთეს ხელისუფლების პირველმა პირებმა
წაკითხვა
ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა
ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარ
წაკითხვა
საპატრიარქოს განმარტებით, დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა, ნებაყოფლობითი ქმედებაა
საპატრიარქოს განმარტებით, დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა, ნებაყოფლობითი ქმედებაა
დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა,
წაკითხვა
ილია მეორე - ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი
ილია მეორე - ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი
ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრა
წაკითხვა
ილია მეორე - ჩვენ ვერ ვიტანთ სხვის აზრს, იქნებ ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რათა მოვუსმინოთ ერთმანეთს
ილია მეორე - ჩვენ ვერ ვიტანთ სხვის აზრს, იქნებ ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რათა მოვუსმინოთ ერთმანეთს
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი მრევლ
წაკითხვა