საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1135

გერმანელი დეპუტატი - რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა გვიბიძგებს ადეკვატური ქმედებებისკენ და საპასუხო რეაქციისკენ

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-08 18:15:00

რუსეთის მიერ უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ჩვენ გვიბიძგებს ადეკვატური ქმედებებისკენ და საპასუხო რეაქციისკენ,- ამის შესახებ გერმანელმა დეპუტატმა ულა შმიდტმა პირველ არხტან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

შმიდტი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ავტორია ანგარიშის - „შავი ზღვის უსაფრთხოება და სტაბილურობა“.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონში მრავალი წელია ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ირღვევა.

„შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა უდიდეს მნიშვნელობას წარმოადგენს ჩვენთვის. რეზოლუცია ასახავს რეალობას და ჩვენი დისკუსიების შედეგია. რეზოლუციის პროექტი მცდელობაა, რომ არსებულ გამოწვევებს სიღრმისეულად შევხედოთ, დავისახოთ მიზნები და მივაღწიოთ მიზნებს. რეზოლუციის პროექტი ჩვენს საშინაო დავალებასაც წარმოადგენს. არ უნდა გადავდოთ და გავაჭიანუროთ პროცესი.

როდესაც ვსაუბრობთ პრესის თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, რეფორმებზე, ადამიანის უფლებებზე, უნდა კარგად გვესმოდეს, რომ ეს არ ეხებათ მხოლოდ ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს.

დემოკრატიული რეგიონი კონფლიქტების გარეშე - ასეთი გვინდა იყოს შავი ზღვის რეგიონი. რეგიონში არსებული კონფლიქტები ჩვენთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც გამოწვევაა. შავი ზღვის რეგიონი არის რეგიონი, სადაც უკვე ბევრი წელია, რაც ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ირღვევა.

რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა გვიბიძგებს ადეკვატური ქმედებებისკენ და საპასუხო რეაქციისკენ.

ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო, მტკიცე და ნათელი. რუსეთის პროვოკაციების საპასუხოდ ნატო-ს სამიტზე ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილებები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეგიონთან მჭიდრო თანამშრომლობა. გავაკეთოთ ყველაფერი შავი ზღვის ქვეყნების, მეზობელი სახელმწიფოების უსაფრთხოების დასაცავად. რეგიონის ქვეყნებს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაში უნდა დავეხმაროთ.

ჩვენ მოვუწოდებთ ნატოს წევრ ქვეყნებს მეტი აქტიურობისკენ. რეგიონის ქვეყნებს კი მოვუწოდებთ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისკენ“,- განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა ულა შმიდტმა.

რუმინეთის დედაქალაქში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესია გრძელდება. შეხვედრას 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დელეგაციაც ესწრება. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ - პროექტის სამწლიანი ანგარიში
„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ - პროექტის სამწლიანი ანგარიში
"პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის"  - პროექტის სამწლიანი ანგარიში. ევროპის საბჭო და ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში გ
წაკითხვა
Doing Business-ის პოზიტიური ანგარიში - რა რეფორმები განახორციელა საქართველომ ბიზნესის მიმართულებით
Doing Business-ის პოზიტიური ანგარიში - რა რეფორმები განახორციელა საქართველომ ბიზნესის მიმართულებით
შეფასების რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მსოფლიო ბანკმა და რა რეფორმები განახორციელა ქვეყანამ ბიზნესის მიმართულებით. 
წაკითხვა
2015 წელს მსოფლიოში გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა
2015 წელს მსოფლიოში გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა
სამედიცინო გამოცემის საგანგაშო კვლევა: 2015 წელს მსოფლიოში გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. 
წაკითხვა
არასამთავრობოები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ - რა ტენდენციები გამოიკვეთა ანგარიშში
არასამთავრობოები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ - რა ტენდენციები გამოიკვეთა ანგარიშში
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე წინასაარჩევნო  გარემოს აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სოციალურ ქსელ
წაკითხვა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე ანგარიშს აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე ანგარიშს აქვეყნებს
საერთაშორისო გამჭვირვალობა ანგარიშს აქვეყნებს. თუმცა დოკუ
წაკითხვა
ბავშვთა მიმართ ძალადობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება სახალხო დამცველის ანგარიშში
ბავშვთა მიმართ ძალადობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება სახალხო დამცველის ანგარიშში
სახალხო დამცველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე საუბრობს.
წაკითხვა
უჩა ნანუაშვილი - ბულინგი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს
უჩა ნანუაშვილი - ბულინგი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ხშირი
წაკითხვა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ თბილისის მერიაში 2014-2017 წლებში განხორციელებულ შესყიდვებზე ანგარიში გამოაქვეყნა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ თბილისის მერიაში 2014-2017 წლებში განხორციელებულ შესყიდვებზე ანგარიში გამოაქვეყნა
თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში დაბალი კონკურენცია, ასევე გამარტივებული გზით ხელ
წაკითხვა