საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1811

ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა ერთ წლამდე იზრდება

გამოქვეყნებულია 2017-10-09 12:46:00

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით​​ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა ერთ წლამდე იზრდება.

ამასთან, ​საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით.

​თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება.

ასევე, ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

​საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge.

საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა.

ამასთან, ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2017 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.

 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით
წაკითხვა
დღეიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის [ვიდეო]
დღეიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის [ვიდეო]
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან საქართვ
წაკითხვა
ყველაფერი, რაც ვიდეოჯარიმების შესახებ უნდა იცოდე
ყველაფერი, რაც ვიდეოჯარიმების შესახებ უნდა იცოდე
წაკითხვა
ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის sms-ით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 დღეში გადახდის შემთხვევაში, პირი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს
ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის sms-ით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 დღეში გადახდის შემთხვევაში, პირი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე
წაკითხვა
ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ჯარიმების დროს, მართვის მოწმობიდან ქულების ჩამოკლება არ ვრცელდება
ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ჯარიმების დროს, მართვის მოწმობიდან ქულების ჩამოკლება არ ვრცელდება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე
წაკითხვა
პირველი ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება
პირველი ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში
წაკითხვა
3 ათასზე მეტი კამერის დამონტაჟების შემდეგ, შსს პირველ სამ თვეში ვიდეოჯარიმების ზრდას ელოდება
3 ათასზე მეტი კამერის დამონტაჟების შემდეგ, შსს პირველ სამ თვეში ვიდეოჯარიმების ზრდას ელოდება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით
წაკითხვა
ტელეკომპანია
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ქონება და მესაკუთრეთა წილები სრულად დაყადაღებულია
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ქონება და მესაკუთრეთა წილები სრულად დაყადაღებულია. 
წაკითხვა