საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1328

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდა

ირმა ჭოლაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-09 14:41:00

ქუთაისში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები დღეიდან ფუნქციონირებას იწყებს. 

უკვე 25 ქუჩაზე და 10 სკვერში ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები გაიხსნა, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება მოქალაქეებმა 150-მდე ელექტრონული წიგნი მიიღონ საჩუქრად.

ქალაქი-ბიბლიოთეკასოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ქალაქის სხვადასხვა უბანში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.

ქუთაისში, მწერლების სახელობის ქუჩებზე და რეკრეაციულ ზონებში - პარკებში, სკვერებში უკვე განთავსებულია მრავალფეროვანი ელექტრონული ბიბლიოთეკები.

ამ სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით.

ამისათვის საჭიროა გადმოწეროთ უფასო აპლიკაცია Saba Reader. სასურველი წიგნი ერთ წამში თქვენს პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება და მის წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებთ.
„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ქუთაისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც ქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს", -განუცხადა პირველ არხს ქუთაისის მერმა.
„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ პროექტია, რომელიც პრეზიდენტის ფონდის ხელშეწყობითა და ქუთაისის მერიის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორი იქნება ქუთაისის განახლებული აეროპორტი - ვიზიტორი ქვეყნების სტატისტიკა
როგორი იქნება ქუთაისის განახლებული აეროპორტი - ვიზიტორი ქვეყნების სტატისტიკა
2017 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, ქ
წაკითხვა
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა. დეპარტამენტი 50
წაკითხვა
სუპერლიგის გათამაშების მორიგი ტური ქუთაისში დაიწყო
სუპერლიგის გათამაშების მორიგი ტური ქუთაისში დაიწყო
კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების მორიგი ტურის მატჩი "ქუთაისმა" საკუთარ მოედანზე „
წაკითხვა
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. არსებული ინფორმაციი
წაკითხვა
„ლეიბორისტული პარტია“ ქუთაისში, არჩევნებზე დაწერილი საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვს
„ლეიბორისტული პარტია“ ქუთაისში, არჩევნებზე დაწერილი საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვს
ხმაურის ფონზე მიმდინარეობს საჩივრების განხილვა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში.
წაკითხვა
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დღეს დილით დაიწყო.
წაკითხვა
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლიდერობს
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლიდერობს
ქუთაისის 59- ე საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 
წაკითხვა
ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაშ
წაკითხვა