საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1398

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო ზომებს იღებენ

ქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-09 18:47:00

ოკუპირებულ აფხაზეთში აზიურმა ფაროსანამ სოფლის მეურნეობას სერიოზული ზიანი მიაყენა, ახლა კი მწერები საცხოვრებელ სახლებს შეესია, - წერს ადგილობრივი მედია. 

მათი ინფორმაციით, ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა ოკუპირებული გალის რაიონშია. დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სოციალური ქსელით მოუწოდა მოსახლეობას ხელით გაანადგურონ მავნებელი მწერი.

„მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალება მსოფლიოში არ არსებობს. ქიმიურმა საშუალებებმა მინიმალური შედეგი მოიტანა. ახლა აზიური ფაროსანა იძინებს და ამიტომ მავნებელი მწერები მასიურად იჭრებიან სახლებში, სხვენებში. აუცილებელია მათი ხელით ან მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება. საჭიროა მოხალისეების მობილიზება და ამ პროცესში უფროსკლასელების ჩართვაც“, - წერს თემურ ნადარაია სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, ოკუპირებული გალის რაიონში ივნისსა და ივლისში 2-ჯერ შეიწამლა 4 ათასს ჰა -ზე გაშენებული თხილის პლანტაციები და სიმინდის ყანები.

„ტერიტორიები ავიაციის გამოყენებით დამუშავდა, თუმცა მავნებელი მწერის მხოლოდ 20 %-ის განადგურება მოხერხდა“,- განმარტავს ოკუპირებული გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელი.

„ამბობენ, რომ საქართველოში ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დაეხმარონ მათ ფაროსანას განადგურებაში. ეს ერთადერთი გამოსავალია და ამასთან ყველაზე ეფექტური. ეს ჩვენი საერთო გასაჭირია“, - აცხადებს ნადარაია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშირებით დღეს „საგანგებო სხდომის“ გამართვასაც გეგმავს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აზიური ფაროსანა კახეთშიც შენიშნეს - რას ურჩევენ სპეციალისტები ფერმერებს
აზიური ფაროსანა კახეთშიც შენიშნეს - რას ურჩევენ სპეციალისტები ფერმერებს
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან კახეთში ინაცვლებს. მავნებელი აპრილის ბოლომდე დახურულ ნაგებობებს და თბილ ადგილებს აფარებს
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში თოვლმა და წვიმებმა პრობლემები შექმნა
ოკუპირებულ აფხაზეთში თოვლმა და წვიმებმა პრობლემები შექმნა
ოკუპირებულ აფხაზეთში თოვლი მოვიდა. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, პირველმა თოვლმა და გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა რიწის ტბის ეროვნულ პ
წაკითხვა
ადგილობრივი მედია - ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 600 ათასი ტონა ინერტული მასალა შევა
ადგილობრივი მედია - ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 600 ათასი ტონა ინერტული მასალა შევა
ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ბაზარზე 600 ათასი ტონა ინერტული მასალა შევა. ამის შესახებ ოკუ
წაკითხვა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობა მცირდება
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობა მცირდება
ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობის მაჩვენებელი მცირდება. 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, რეგიონში 1
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული წვრთნები მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული წვრთნები მიმდინარეობს
რუსული წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთში. <
წაკითხვა
გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის წვრთნებზე - საჭიროა მოლაპარაკებები, საერთაშორისო მხარის კონცენტრაცია და მოთმინება
გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის წვრთნებზე - საჭიროა მოლაპარაკებები, საერთაშორისო მხარის კონცენტრაცია და მოთმინება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული წვრთნების მიმდინარეობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წვრთნების ჩატარებ
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდას ე.წ. პოლიგონზე სამხედრო წვრთნები ტარდება
ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდას ე.წ. პოლიგონზე სამხედრო წვრთნები ტარდება
ოკუპირებულ აფხაზეთში,
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის მედია - ევროპარლამენტი რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხით დაინტერესდა
ოკუპირებული აფხაზეთის მედია - ევროპარლამენტი რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხით დაინტერესდა
იუნესკოსთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კეთილი ნების ელჩთა მიმართვას ევროპარლამენტიდან რეაგი
წაკითხვა