საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
357

უწყებათაშორისმა კომისიამ საგანმანათლებლო რესურსცენტრების, პედაგოგებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის რეკომენდაცია გამოსცა

გამოქვეყნებულია 2017-10-10 10:51:00

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ საგანმანათლებლო რესურსცენტრების, პედაგოგებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის რეკომენდაცია გამოსცა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე საგანმანათლებლო რესურსცენტრების, პედაგოგებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის რეკომენდაცია გამოსცა.

„სამართლიანი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისია რეკომენდაციით მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებს:

რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა სასწავლო პროცესის პოლიტიზების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაო დღის განმავლობაში, მათ შორის, შესვენებისას ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, თავი შეიკავონ პოლიტიკური აგიტაციისგან, მათ შორის, სოციალურ ქსელებში, ასევე, მათი აღსაზრდელების/მოსწავლეების წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან“, - აღნიშნულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ინფორმაციაში.

ეს რიგით მე-7 რეკომენდაციაა, რომელიც უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის გამოსცა პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო სტრუქტურებისთვის. 

რეკომენდაციების ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: http://justice.gov.ge/Ministry/Index/1502

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა. 

კომისია იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით შეიქმნა. ის თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. 

სამუშაო პროცესში მონაწილეობენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

კომისია ამჯერად უკვე კვირაში ერთხელ იკრიბება და იმ დარღვევებზე მსჯელობს, რაც, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, შესაძლოა, ზიანს აყენებდეს წინასაარჩევნო გარემოს სამართლიანობას და კონკურენტულობას.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მ
წაკითხვა
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს. კონსერვატორები, სავარაუდოდ, ახალი მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტ დეპუტატს შეიყვა
წაკითხვა
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ. 
წაკითხვა
მადრიდი კატალონიას ახალ ხელმძღვანელს უნიშნავს, რეგიონი კი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მადრიდი კატალონიას ახალ ხელმძღვანელს უნიშნავს, რეგიონი კი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მადრიდი
წაკითხვა
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა, თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია. &l
წაკითხვა