საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
482

ენგურჰესის ტურისტული ზონის კონცეფციის დონეზე შემუშავებული მარშრუტების საბოლოო მოდელები განისაზღვრა (ფოტოები)

თათია კუჭუხიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-10 17:28:00

ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროექტირების ეტაპის ფარგლებში, რომელსაც ესტონური დიზაინ-არქიტექტურული კომპანია „კოკო არქიტექსი“ ახორციელებს, კონცეფციის დონეზე შემუშავებული ტურისტული მარშრუტების საბოლოო მოდელები განისაზღვრა. 

იმ მარშრუტებს, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრეზენტაციაში იყო წარმოდგენილი, მხარეთა ერთობლივი კონსულტაციების საფუძველზე, ახალი მიმართულებების სახით, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მისაყრდნობ ფარში არსებული კომუნიკაციებიც დაემატება. 

სააგენტოსთან შეთანხმებით, „კოკო არქიტექსის“ ესტონელი სპეციალისტები უახლოესი 1 თვის განმავლობაში პროექტის დონეზე შეიმუშავებენ ტურისტული მარშუტების განვითარების შინაარსობრივ მხარეებს, რაც მათ თემატური ინსტალაციებით მოწყობასაც მოიცავს. 

მხარეთა შეთანხმებით, განისაზღვრა ენგურჰესის კაშხლის ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქციის საბოლოო ვარიანტიც, რომელიც სამომავლოდ აღმოჩენათა ცენტრის პრეზენტაციაში წარმოდგენილ არქიტექტურულ ფორმას დაექვემდებარება. განისაზღვრა შენობის დაგეგმარების წყობაც, რომლის მიხედვით ინტერიერში ჰიროტექნიკური ნაგებობის ადმინისტრაცია და შემეცნებით-გასართობი ატრაქციები განთავსდება. 

ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროექტის ფიზიკური სამუშაოების საწყისი ეტაპი კაშხლის ტერიტორიაზე სწორედ აღმოჩენათა ცენტრისა და ტურისტული მარშუტების განვითარებას გულისხმობს. ამავე ეტაპის ფარგლებშია განსაზღვრული თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ გადასახედი მოედნების, 280 მეტრი სიმაღლის ლიფტისა და ექსტრემალური კომპონენტების შემცველი რამდენიმე ატრაქციის ინფრასტრუქტურული მოწყობაც. 

ენგურის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში, სავარაუდოდ, 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.




ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სტატია „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი-მეოცე საუკუნის საინჟინრო მიღწევა“ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ოფიციალური გამოცემაში გამოქვეყნდება
სტატია „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი-მეოცე საუკუნის საინჟინრო მიღწევა“ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ოფიციალური გამოცემაში გამოქვეყნდება
სტატია „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი-მეოცე საუკუნის საინჟინრო მიღწევა“ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ოფიციალური გამოცემაში გამოქვეყნდება.&l
წაკითხვა
„ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქცია“ - როგორი იქნება კაშხლის ტურისტული ღირსშესანიშნაობა [ვიდეო]
„ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქცია“ - როგორი იქნება კაშხლის ტურისტული ღირსშესანიშნაობა [ვიდეო]
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული ზონ
წაკითხვა
როგორი იქნება ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ღირსშესანიშნაობა [ფოტოები]
როგორი იქნება ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ღირსშესანიშნაობა [ფოტოები]
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - არასდროს ვიტყვი, რომ აფხაზებთან ურთიერთობა უნდა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძმობის, ურთიერთობის ისტორია
გიორგი კვირიკაშვილი - არასდროს ვიტყვი, რომ აფხაზებთან ურთიერთობა უნდა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძმობის, ურთიერთობის ისტორია
როდესაც ჩვენ ასე ახლოს ვდგავართ აფხაზეთთა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - „ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრი საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცევა
გიორგი კვირიკაშვილი - „ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრი საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცევა
„ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრი საქართველოს
წაკითხვა
მიხეილ გიორგაძე - ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი რამდენიმე წელიწადში გახდება რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი
მიხეილ გიორგაძე - ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი რამდენიმე წელიწადში გახდება რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი
აქ ჩამოსვლა ჩემთვის ყოველთვის ძალიან ამაღ
წაკითხვა
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორია ტურისტული ზონა ხდება
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორია ტურისტული ზონა ხდება
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერ
წაკითხვა
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული მარშრუტი ფართოვდება - რეპორტაჟი ენგურჰესიდან
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული მარშრუტი ფართოვდება - რეპორტაჟი ენგურჰესიდან
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული მარშრუტი ფართოვდება. სულ მალე, სიდიდით მსოფლიო თაღოვანი კაშხლების ხუთეულში მეორე ადგილზე მყოფი ძეგლი
წაკითხვა