საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3880

მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-10 22:12:00

შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა, მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო — მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დაახლოებით 3,7 მილიარდი წლის წინ, სამხრეთ მარსზე გადაჭიმული იყო უზარმაზარი ზღვა, რომელშიც თბილი წყაროები წყალს  მინერალებით ამდიდრებდნენ.   

გარდა ამისა, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს წყალქვეშა ჰიდროთერმული აქტივობა ემთხვევა იმას, რაც იგივე პერიოდში დედამიწაზე ხდებოდა; ეს კი პოტენციურად გვაძლევს გასაღებებე ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით. 

საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქანების, წყლის, საკვები ნივთიერებებისა და სითბოს კომბინაციას სიცოცხლე მარსზეც უნდა აღმოეცენებინა, რასაც ძალიან ბევრი ცნობის მოცემა შეუძლია დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით. 

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერასოდეს ვიპოვით მტკიცებულებას, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობდა, ამ ადგილს შეუძლია ბევრი რამ გვითხრას იმ გარემოს შესახებ, რომელშიც შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლე წარმოიშვა“, — ამბობს ჯგუფის წევრი, NASA-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრის მკვლევარი პოლ ნაილსი. 

„მდგარი წყლისა და ვულკანური აქტივობის კომბინაციამ წარმოქმნა გარემო პირობები, რომელიც დიდი ალბათობით, იმავე პერიოდის დედამიწაზე არსებული პირობების მსგავსი იყო — როდესაც ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე აღმოცენდა“. 

ახალი ანალიზები ეფუძნება სამხრეთ მარსის აუზის, სახელად ერიდანიის ფოტოებს, სადაც მარსის ორბიტაზე მოძრავმა NASA-ს თანამგზავრმა Mars Reconnaissance Orbiter-მა ზედაპირზე არსებული მინერალების ვრცელი დანალექები შენიშნა. 

მკვლევართა თქმით, როგორც ამ დეპოზიტთა ხასიათი და ქიმიური შემადგენლობა გვთავაზობს, ერთ დროს, იქ ცხელი წყაროები, უზარმაზარი ოკეანე და ვულკანური აქტივობით გაცხელებული ქანები ყოფილა.  

საქმე ეხება სერიოზულად დიდ ზღვას: დაახლოებით 210 000 კუბურ მეტრ წყალს, რაც გაცილებით მეტია უძველესი მარსის ერთად აღებულ სხვა ყველა ტბასა და ზღვაზე, ცხრაჯერ მეტი, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ტბების წყალი. 

მილიარდობით წლის განმავლობაში, მარსის ატმოსფერო და პლანეტის მთლიანი წყლის მარაგი მზის ქარებმა გააცამტვერა; იგივე ბედი ელის დედამიწასაც, რომ არ ჰქონდეს მაგნიტური ველი. ეს ახალი შედეგები ამაღელვებელ ფანჯარას გვიხსნის წარსულში.  

„ეს ადგილი მოგვითხრობს ეჭვგარეშე ამბავს ღრმა, დიდხანს არსებული ზღვისა და ღრმა ზღვის ჰიდროთერმული გარემოს შესახებ“, —ამბობს ნაილსი. 

პოტენციური სიცოცხლის დაბადება მხოლოდ წითელ პლანეტას როდი ერგება: 

„ეს მოგვაგონებს დედამიწის ღრმა ზღის ჰიდროთერმულ გარემოს, იმის მსგავსს, რომელშიც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს სხვა პლანეტებზე — სიცოცხლე, რომელსაც არ სჭირდება კარგი ატმოსფერო ან ზომიერი ზედაპირი; საჭიროა მხოლოდ ქანები, წყალი და სითბო“, — ამბობს ნაილსი. 

ჯერჯერობით გადაჭრით არ ვიცით, უნდა ყოფილიყო თუ არა ერთ დროს ეს ჰიდროთერმული აქტივობა სიცოცხლის წარმომშობი ერთ-ერთი კომპონენტი მარსზე ან დედამიწაზე. 

ეს აღმოჩენა მეცნიერთათვის განსაკუთრებით ღირებულია იმ თვალსაზრისით, რომ წყალქვეშა აქტივობათა ასეთი წყევა ცუდადაა შემონახული დედამიწაზე და ძნელია შესასწავლად; შესაბამისად, მარსის ლანდშაფტმა რამდენიმე ახალი ფურცელი უნდა შეავსოს.  

ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული წამყვანი ჰიპოთეზის მიხედვით, დედამიწაზე სიცოცხლე წარმოიშვა წყალქვეშა ნაკადულებში, ქიმიურ რეაქციათა შედეგად. კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით კი, სიცოცხლის ყველაზე საწყისი ფორმები მეტეორიტთა მიერ მოტანილი ნივთიერებებიდან წარმოიშვა პლანეტის ზედაპირზე არსებულ პატარა, თბილ ტბორებში.  

მარსული მონაცემების დახმარებით, არაა გამორიცხული შევძლოთ გაცილებით მეტი სიმართლე შევიტყოთ დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენების შესახებ; მით უმეტეს, სავარაუდოა, რომ მზის სისტემაში სიცოცხლე შესაძლოა ასევე არსებობდეს მარსსა და რამდენიმე მთვარეზე, მათ შორის სატურნის ყინულოვან მთვარე ენცელადზე და იუპიტერის მთვარე ევროპაზე

NASA-ს მარსის ორბიტერი ერიდანიაზე ახლო დაკვირვებებს გააგრძელებს; შესაძლოა სწორედ ეს ადგილი გახდეს მარსის სამომავლო მისიების კვლევის ძირითადი კანდიდატი და შედეგად, ხელში ჩაგვივარდეს მარსული სიცოცხლის კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება. 

„ერიდანიის აუზში არსებული უძველესი, ღრმა წყლის ჰიდროთერმული დანალექები წარმოადგენს ახალი კატეგორიის ასტრობიოლოგიურ სამიზნეს მარსზე“, — ასკვნიან მკვლევრები. 

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.








მომზადებულია jpl.nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ აღმოაჩინა უხილავი, დაკლაკნილი მაგნ
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
შეიძლება მარსზე ვერასოდეს მოხვდეთ, მაგრამ
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, მარსზე მოხდა იმდენად
წაკითხვა
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი
წაკითხვა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უ
წაკითხვა