საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
618

გიორგი კვირიკაშვილი - ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან კიდევ 25 იპოვეს

გურამ როგავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-11 10:38:00


ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან კიდევ 25 იპოვეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ 1992-93 წლებისა და 2008 წლის ომის შედეგად, 2400-ზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული და ბევრი ოჯახი ელოდება თავიანთ საყვარელ ადამიანებს, არ იციან მათი ადგილსამყოფელის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2010 წლიდან დღემდე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, მოხერხდა ის, რომ 110-მა ოჯახმა შეიტყო დაკარგული ოჯახის წევრისა და ახლობლის ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ. დღეს უკვე შემიძლია დავადასტურო, რომ ამ რიცხვს შეემატა კიდევ 25 ოჯახი. ასობით ოჯახი კი, 20 წელიწადზე მეტია, დღესაც ეძებს მათ საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრს. მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ყველა იმ პირს, ვისაც გააჩნია რაიმე სახის ინფორმაცია, მიაწოდოს ის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. მათი ოფისი არის მოსაშვილის #24-ში, თბილისში. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც სრული უფლება აქვს, დაიცვას მიწოდებული ინფორმაციისა და წყაროს კონფიდენციალურობა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი დაკარგულის შესახებ, იქნება ეს აფხაზი, ოსი თუ ქართველი, საქართველოს ნებისმიერი დაკარგული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია, არსებობის შემთხვევაში, მიაწოდოთ ამ ორგანიზაციას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც წითელ ჯვარს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი გადადგა. საგანგებო ტელემიმართვისას, ჰარირიმ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.&l
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 21 საკითხის განხილვა. 
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, - 
წაკითხვა