საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
402

ლევან იზორია ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა

გამოქვეყნებულია 2017-10-11 18:36:00


 ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატო-ს  მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-ს მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს. გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა: “ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ტერორიზმს ვებრძვით ავღანეთში. ჩვენი და ნატოს კოალიციური ძალების ზეწოლა პრევენციას ახდენს ტერორისტულ ორგანიზაციებზე, რათა მსგავსი აქტებიდან დაცული იყოს ჩვენი ქვეყნები. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ერთგულებისთვის და უდიდესი წვლილისთვის. საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველა დიდი კონტინგენტითაა წარმოდგენილი მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.” მან კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ქართული მხარის განცხადებით, საქართველო აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის მხარდაჭერას, როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ასევე მის გარეთ. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებაც ისაუბრეს.

„გვქონდა საუბარი, თუ რას ვაკეთებთ ერთად ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ამ თვალსაზრისით წელს გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა, რომელიც უკავშირდება ერთობლივ წვრთნებს, უკავშირდება ამბიციური პროგრამების განხორციელებას, როგორიცაა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ლევან იზორიას განცხადებით, უახლოეს მომავალში ვაშინტონში აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდება.

 მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალი ჯონ ნიკოლსონი სიტყვით გამოვა პანელზე - „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლ
წაკითხვა