საზოგადოებრივი
104.5 FM
1477

რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი - ახალი თეორიის დამაჯერებელი პასუხი

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-11 19:06:00

Tags:მზე

ამერიკელ, იაპონელ და შვეიცარიელ მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო იმ ენერგიის შესაძლო წყაროს, რომელიც პასუხისმგებელი უნდა იყოს მზის გვირგვინის გაცხელებაზე. ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ დოკუმენტში, მკვლევრები აღწერენ რაკეტა-ზონდ FOXSI-2-ის მიერ შეგროვილი მონაცემების კვლევის შედეგებს. 

კოსმოსის კვლევაში არსებობს ამ დრომდე გადაუჭრელი ერთი საინტერესო პრობლემა — რატომ არის მზის ატმოსფერო (გვირგვინი, კორონა) გაცილებით უფრო ცხელი, ვიდრე მზის ზედაპირი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ გვაქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც გავარკვევდით თუ რა ხდება მზის ზედაპირზე და ატმოსფეროში.  

ახალი მცდელობისას, მკვლევრებმა გამოიყენეს რაკეტა-ზონდ FOXSI-2 მონაცემები (რაკეტა, რომელიც აღჭურვილია მზის კვლევის მიზნით შექმნილი შვიდი ტელესკოპით), რათა შეემოწმებინათ თეორია, რომლის მიხედვითაც, ატმოსფეროში სიცხე გაიტყორცნება მზის ზედაპირზე მიმდინარე მრავალი ციცქნა აფეთქების შედეგად (მზის ძალიან მცირე ამოფრქვევები). ეს აფეთქებები იმდენად პატარაა, რომ მათი შემჩნევა შეუძლებელია მოწინავე ტექნოლოგიებითაც კი; შესაბამისად, ეს მოსაზრება თეორიის ფარგლებს არასოდეს გასცდენია. თუმცა ამჯერად, ახალი მონაცემები გვთავაზობს გარკვეულ მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვითაც, ეს თეორია მართებულია. 

თეორიის შესამოწმებლად, მკვლევრები დააკვირდნენ მზის გვირგვინიდან გამოყოფილ რენტგენულ გამოსხივებას; როგორც აღმოჩნდა, ამ სხივების გარკვეული ნაწილი ძალიან ენერგიულია. ეს ფაქტი კი უკვე მნიშვნელოვანია, რადგან ცნობილია, რომ მზის აღგზნებები რენტგენის სხივებს გამოყოფს. თუმცა, ჯგუფი სწავლობდა მზის იმ ნაწილს, რომელშიც იმ დროისათვის არანაირი ხილული აღგზნება არ მიმდინარეობდა. ეს კი, რა თქმა უნდა, მიუთითებდა რენტგენული სხივების სხვა წყაროზე. მკვლევართა ჯგუფის აზრით, ერთადერთი სავარაუდო წყაროა სუპერცხელი პლაზმა, რისი გამომწვევი მიზეზიც ნანოაფეთქებები უნდა იყოს. 

მკვლევრები აცნობიერებენ იმასაც, რომ მათი აღმოჩენა ჯერ ბოლომდე ვერ ხსნის კორონალური გაცხელების პრობლემას, მაგრამ სჯერათ, რომ შეიძლება ძალიან ახლოს იყვნენ მის გადაწყვეტასთან. როგორც ისინი შენიშნავენ, საჭიროა უფრო მეტი კვლევა; მათი თქმით, მომავალ წელს გაეშვება სხვა კვლევითი რაკეტა, რომელიც აღჭურვილი იქნება შარშანდელზე უფრო მგრძნობიარე ტექნიკით, რაც კიდევ უფრო მეტ სუსტ რენტგენულ სხივებს დააფიქსირებს. გარდა ამისა, დაგეგმილია თანამგზავრის გაშვება, რომელიც უშუალოდ ნანოაფეთქებებს დააფიქსირებს. თუკი სამომავლო ტესტები თვალნათლივ გამოავლენს რენტგენული გამოსხივების წყაროს, ალბათ უმალ გადაიჭრება კორონალური გაცხელების პრობლემაც. 

მომზადებულია Phys.org-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჰყავს თუ არა მზეს ტყუპისცალი „სიკვდილის ვარსკვლავი“ - ნემესისის ვარსკვლავის თეორია
ჰყავს თუ არა მზეს ტყუპისცალი „სიკვდილის ვარსკვლავი“ - ნემესისის ვარსკვლავის თეორია
ნემესისი თეორიული ჯუჯა ვარსკვლავია, რომელ
წაკითხვა
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
ქარიშხალ ოფელიას, რომელმაც გუშინ ირლანდიი
წაკითხვა
მზეზე ათწლეულის უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა - დედამიწის კომუნიკაციები საფრთხეშია
მზეზე ათწლეულის უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა - დედამიწის კომუნიკაციები საფრთხეშია
დღეს დილით (6 სექტემბერი), მზეზე ორი უძლი
წაკითხვა
მზის გარდა, ასტრონომებმა უპრეცედენტო დეტალებში სხვა ვარსკვლავიც გადაიღეს - პირველად ისტორიაში
მზის გარდა, ასტრონომებმა უპრეცედენტო დეტალებში სხვა ვარსკვლავიც გადაიღეს - პირველად ისტორიაში
ასტრონომებმა პირველად შესძლეს უპრეცედენტო
წაკითხვა
რამდენიმე საათში, აშშ-ში მზის სრული დაბნელება მოხდება
რამდენიმე საათში, აშშ-ში მზის სრული დაბნელება მოხდება
სულ რამდენიმე საათის შემდეგ, აშშ-ის ტერიტ
წაკითხვა
მზის ბირთვის დიდი ხნის საიდუმლო ამოხსნილია
მზის ბირთვის დიდი ხნის საიდუმლო ამოხსნილია
მზის ყველაზე შიდა რეგიონი, რომელსაც შეუარ
წაკითხვა
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
28 ივლისს, მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა. მატერიის გარკვეულმა ნაწილმა კოსმოსში გაქცე
წაკითხვა
მზე ძალიან ჰგავს სხვა ვარსკვლავებს - საიდუმლო ამოხსნილია
მზე ძალიან ჰგავს სხვა ვარსკვლავებს - საიდუმლო ამოხსნილია
ჩვენი მზე საკმაოდ ჰგავს სხვა ვარსკვლავებს და ეს სულაც არაა ანომალია, რადგან მაქ აქვს მაგნიტურ
წაკითხვა