საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
511

ვიდრე გიორგი მამალაძის საქმეზე სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ დასრულებულა, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, კანონიკური სამართლის ფორმატში მამალაძის საქმის განხილვა დაიწყოს

გამოქვეყნებულია 2017-10-11 22:12:00

წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ იმსჯელეს. 

როგორც წმინდა სინოდის ოქმშია აღნიშნული, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. 

„წმიდა სინოდმა იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ. სინოდის სხდომაზე სიტყვა მიეცა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს.

მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს:

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ.

წმიდა სინოდმა დაადგინა:

მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ სამოქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიუსაჯა ცხრა წლით თავისუფლებიოს აღკვეთა, დღეისთვის განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში; ასევე იმის გამო, რომ ამ საკითხის ირგვლივ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გამოითქმის ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, მოცემულ ეტაპზე, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან.

აღნიშნული სააპელაციო-საკასაციო  პროცედურების დასრულების შემდგომ წმიდა სწინოდი საეკლესიო კანონების მიხედვით  საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს, რაც ეკლესიაში საბოლოო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“,-აღნიშნულია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრიმ მოინახულა - რაზე ამახვილებს ყურადღებას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი
დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრიმ მოინახულა - რაზე ამახვილებს ყურადღებას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი
დაკავების შემდეგ გიორგი მამალაძეს დღეს პირველად შეხვდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, რომელ
წაკითხვა
მეუფე დიმიტრი - გიორგი მამალაძე მის წინააღმდეგ საქმის ფალსიფიცირებაზე საუბრობს
მეუფე დიმიტრი - გიორგი მამალაძე მის წინააღმდეგ საქმის ფალსიფიცირებაზე საუბრობს
მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. განცხადება ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძეს სპატიმროში დღეს მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი მოინახულებს
დეკანოზ გიორგი მამალაძეს სპატიმროში დღეს მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი მოინახულებს
დეკანოზ გიორგი მამალაძეს
წაკითხვა
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხეში დილის 10:00 საათის შემდეგ მოინახულებს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხეში დილის 10:00 საათის შემდეგ მოინახულებს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ მატროსოვის ციხეში დი
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს შენობა დატოვეს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს შენობა დატოვეს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს შენობა დატოვეს. მიხეილ რამიშვილმა, პაატა მეხრიშვილმა და სულხან კომახიძემ ადვოკატის უფლებით
წაკითხვა
სინოდი სააპელაციო პროცედურების დასრულებამდე დეკანოზ მამალაძის მიმართ კანონიკური სამართლის ფორმატში საქმის განხილვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
სინოდი სააპელაციო პროცედურების დასრულებამდე დეკანოზ მამალაძის მიმართ კანონიკური სამართლის ფორმატში საქმის განხილვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
წმინდა სინოდი სააპელაციო პროცედურების დასრულებამდე დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ კანონიკური სამართლის ფორმატში საქმის განხილვას მიზანშეწო
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს წმინდა სინოდის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს წმინდა სინოდის სხდომაზე
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის საეკლ
წაკითხვა
საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა
საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა
წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. რაზე იმსჯ
წაკითხვა