საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
396

აკაკი ზოიძე - დაგროვებითი პენსია სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს

გამოქვეყნებულია 2017-10-12 14:32:00

დაგროვებითი პენსია ორიენტირებულია მომავალზე, რომელიც სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს, - ასე აფასებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საპენსიო რეფორმას, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა განიხილოს. 

მთავრობას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში ჯერ არ გადაუგზავნია და ძირითადი პარამეტრები განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ კანონპროექტი შეეხება როგორც „დაგროვებით პენსიას“, ისე პენსიის ზრდის მექანიზმს.

როგორც აკაკი ზოიძე აცხადებს, „დაგროვებითი პენსია“ ქვეყანაში შექმნის ღირსეულ საპენსიო სისტემას. „დაგროვებითი პენსიის“ პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: ადამიანმა ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან გარკვეული თანხა გადადოს „ყულაბაში,“ რომელსაც სახელმწიფოსა და დამქირავებლის დანამატიც დაემატება.

„მართალია, კანონპროექტი პარლამენტში ამ ეტაპზე არ შემოსულა და ამ ეტაპზე საბოლოო დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ძირითადი პრინციპები ცნობილია. საუბარია, რომ ადამიანები ყოველთვიურად გადაიხდიან გარკვეულ თანხას და ამ პროცესის თანამონაწილე იქნება როგორც დამსაქმებელი ისე სახელმწიფო. თანამონაწილეობის პროპორცია იქნება შემდეგი: ერთ მესამედს „გადადებს“ ადამიანი საკუთარი ხელფასიდან, მეორე მესამედს გადაიხდის დამსაქმებელი და მესამე მესამედს კი სახელმწიფო. ეს თანხა დაგროვდება ამ ადამიანის „ანგარიშზე“ და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა საპენსიო ასაკის გახდება, გაცილებით მაღალ პენსიას მიიღებს, ვიდრე დღეს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება როგორც სამუშაო წლების, ისე ხელფასის ოდენობაზე. მნიშვნელოვანია, რომ პენსია მხოლოდ კონკრეტული ადამიანის გადადებულ ხელფასზე არ იქნება დამოკიდებული. მაგალითად, თუ პირობითად ვისაუბრებთ ხელფასიდან 2%-ის გადადებაზე, ამ თანხას დაემატება 2% დამქირავებლის ყულაბიდან და 2% სახელმწიფოს ყულაბიდან. ჯამში, პენსიონერი მიიღებს ორჯერ მეტ თანხას, ვიდრე მხოლოდ საკუთარი სახელფასო შემოსავლიდან რომ დაეზოგა“, - აცხადებს ზოიძე.

პროექტის მიხედვით, „დაგროვებით პენსიაზე“ გადასვლა ნებაყოფლობითი იქნება. თუმცა, თუ კონკრეტული დასაქმებული გადაწყვეტს „ყულაბაში“ გადადოს საპენსიო თანხა, სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ანალოგიური პროცენტული მაჩვენებელი დასაქმებულს თავადაც დაუმატონ.

„თქვენი მხრიდან ნებაყოფლობითია გადადებთ თუ არა საპენსიო დანაზოგს, მაგრამ სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებულია, თუ თქვენ გაიღებთ ამ თანხას, მათაც გადაიხადონ და პირობითად, 2-2 პროცენტი დაგიმატონ“, - აცხადებს აკაკი ზოიძე. მისივე შეფასებით, ეს არის მომავალზე ორიენტირებული პროექტი და სახელმწიფომ უნდა შეძლოს, მოსახლეობას დაანახოს, რომ ეს არის სანდო და მომგებიანი ინვესტიცია.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არ ჩაერთვებიან „დაგროვებითი პენსიის“ სისტემაში, ამ შემთხვევაში, ისინი იმ სოციალურ პენსიას მიიღებენ, რაც სახელმწიფოსგან იქნება დადგენილი, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

აკაკი ზოიძის ინფორმაციით, საპენსიო რეფორმა არამარტო მომავალზე ორიენტირებულ დაგროვებით საპენსიო სისტემას შეეხება, არამედ ასევე გაითვალისწინებს დღევანდელი პენსიონერებისათვის პენსიის ინდექსირების, ანუ პენსიის მატების მექანიზმის შექმნას, რომელიც განსაზღვრავს, როგორ მოიმატებს პენსია ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მიხედვით, ანუ მხოლოდ წინასაარჩევნოდ პენსიების მატების ნაცვლად, მკაფიოდ და პროგნოზირებადად განსაზღვრება, როდის და რამდენით მოხდება პენსიის მატება ყოველწლიურად შესაბამისი ეკონომიკური ზრდის, და/ან ფასების მატების პირობებში.

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
ბიუჯეტის განხილვა საკანონ
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ არ მივმართეთ პოპულიზმს და პენსიების მატების გადაწყვეტილების შესახებ არჩევნებამდე არ განვაცხადეთ
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ არ მივმართეთ პოპულიზმს და პენსიების მატების გადაწყვეტილების შესახებ არჩევნებამდე არ განვაცხადეთ
ჩვენ არ მივმართეთ პოპულიზმს და პენსიების მატების გადაწყვეტილების შესახებ არჩევნებამდე არ განვაცხადეთ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მ
წაკითხვა
საქართველოში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება
საქართველოში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქ
წაკითხვა
აკაკი ზოიძე - კლინიკების შერჩევითი კონტრაქტირება საშუალებას მოგვცემს, მაღალკვალიფიციური პერსონალი ღირსეული ანაზღაურებით ისეთ კლინიკებში დასაქმდეს, სადაც მას მოტივაცია აღარ ექნება, რომ ხუთ ადგილას იმუშ
აკაკი ზოიძე - კლინიკების შერჩევითი კონტრაქტირება საშუალებას მოგვცემს, მაღალკვალიფიციური პერსონალი ღირსეული ანაზღაურებით ისეთ კლინიკებში დასაქმდეს, სადაც მას მოტივაცია აღარ ექნება, რომ ხუთ ადგილას იმუშ
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ ექიმების დასაქმების თვალსაზრისით არავითარ დამატებით რეგულაციაზე, ან
წაკითხვა
2018 წლიდან ექიმებისთვის, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს
2018 წლიდან ექიმებისთვის, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს
2018 წლიდან ექიმებისთვის, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს. კერძოდ, მედიკოსები ვეღარ შეძლებენ ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობას. საკითხზ
წაკითხვა
პარლამენტი საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტზე მუშაობს
პარლამენტი საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტზე მუშაობს
პარლამენტი საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გადამუშავებული პროექტი განიხილეს. 
წაკითხვა
აკაკი ზოიძე -  უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როდესაც ერთი ექიმი რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, ამას ემსახურება სწორედ რეფორმა
აკაკი ზოიძე - უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როდესაც ერთი ექიმი რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, ამას ემსახურება სწორედ რეფორმა
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზ
წაკითხვა
საპენსიო რეფორმა - ვინ განკარგავს მოქალაქეთა მიერ ხელფასიდან დაზოგილ თანხებს
საპენსიო რეფორმა - ვინ განკარგავს მოქალაქეთა მიერ ხელფასიდან დაზოგილ თანხებს
საპენსიო რეფორმა - ვინ განკარგავს მოქალაქეების მიერ ხელფასიდან დაზოგილ თანხებს პირველი კითხვა, რაც სავარაუდოდ ახალი საპენსიო რეფორმის მიმართ გაგიჩნდებათ, არის ის, თუ სად დაგროვდება და ვინ განკარგავს
წაკითხვა