საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
768

ბრექსიტის გეგმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევს

ნინო ფაცურია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-12 17:43:00

დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირი უკვე შეთანხმდნენ, თუ როგორ გადაინაწილებენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიმართ არსებული ვალდებულებებს მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. 

თუმცა მსო-ს წევრი შვიდი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, კანადა და ახალი ზელანდია ევროკავშირისა და ბრიტანეთის შეთანხმებას იწუნებს და მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას ითხოვს.

ოპონენტების უკმაყოფილებას ძირითადად ევროკავშირის სივრცეში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ერთიანი ქვოტები იწვევს, რომელიც ე.წ. ბრექსიტის შემდეგ შეიცვლება და როგორც ევროკავშირის, ისე დიდი ბრიტანეთის ბაზარზე განსხვავებული იქნება.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნები მათ შორის დიდი ბრიტანეთიც მსო-ში ერთიანი წევრის სტატუსით სარგებლობენ და ევროსივრცის დატოვების შემდეგ ბრიტანეთმა მსო-ში დამოუკიდებელი წევრის სტატუსით ახალი ვალდებულებები უნდა აიღოს. ამ საკითხზე ოფიციალურმა ლონდონმა ბრიუსელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. 

მსო-ს წევრი ქვეყნების ნაწილი კი თვლის, რომ ახალი ქვოტები და საბაჟო ტარიფები ბრიტანეთისა და ევროკავშირის ბაზრებზე მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის კუთხით.

ანალიტიკოსების აზრით, ახალი ქვოტები და ტარიფები ბრიტანეთისა და ევროკავშირის მსო-ს ერთიანი წევრობის სტატუსის განცალკევების პროცესში ყველაზე რთული საკითხი იქნება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გავა თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან - რა შეიცვალა დონალდ ტუსკის ბოლო გამოსვლის შემდეგ
გავა თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან - რა შეიცვალა დონალდ ტუსკის ბოლო გამოსვლის შემდეგ
დგება თუ არა დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის განშორება კითხვის ნიშნის ქვეშ - საკითხი აქტუალური ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლის შ
წაკითხვა
დონალდ ტუსკი გადაჭარბებულს უწოდებს განცხადებას, თითქოს Brexit-ის საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული
დონალდ ტუსკი გადაჭარბებულს უწოდებს განცხადებას, თითქოს Brexit-ის საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი გადაჭარბებულს უწოდებს განცხადებას იმის შესახებ,
წაკითხვა
„ბრექსიტისა“ და მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლად მანჩესტერში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა
„ბრექსიტისა“ და მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლად მანჩესტერში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა
„ბრექსიტის
წაკითხვა
ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირის კანონმდებლობის გაუქმების კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა
ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირის კანონმდებლობის გაუქმების კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, ევროკავშირის კანონმდებლობის გაუქმების შესახებ. ინიციატივას 326-მა პარლამ
წაკითხვა
ლონდონში „ბრექსიტს“ აქციით აპროტესტებენ
ლონდონში „ბრექსიტს“ აქციით აპროტესტებენ
ლონდონის ქუჩებში ათასობით ადამიანი კვლავ
წაკითხვა
ფილიპ ჰამონდი: ე.წ ბრექსიტის დასრულებისთვის ბრიტანეთს გარდამავალი პერიოდი სჭირდება
ფილიპ ჰამონდი: ე.წ ბრექსიტის დასრულებისთვის ბრიტანეთს გარდამავალი პერიოდი სჭირდება
წაკითხვა
ბრიუსელში ე.წ. ბრექისთის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იწყება
ბრიუსელში ე.წ. ბრექისთის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იწყება
დღეს ბრიუსელში ე.წ. ბრექისთის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იწყება. ბრიუსელსა და ლონდონს შორის მთავარ უთანხმოებას დიდი ბრიტანეთში მც
წაკითხვა
ტონი ბლერი - Brexit-ი არ უნდა მომხდარიყო
ტონი ბლერი - Brexit-ი არ უნდა მომხდარიყო
ბრექსიტი არ უნდა მოხდარიყო, ეს პროცესი ბრ
წაკითხვა