საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
649

თინათინ ბერძენიშვილი - შევეცადეთ, კონკურსი მაქსიმალურად საჯარო ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, დიზაინის შერჩევაში საზოგადოება ჩართულიყო

ხატია ჯამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-13 14:20:00

მოხარული ვარ, რომ პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში 300 ათასზე მეტი მომხმარებელი გვყავდა, საიდანაც ხმა მისცა 30 ათასმა ადამიანმა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის გამოვლენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეეცადნენ, კონკურსი მაქსიმალურად საჯარო ყოფილიყო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, დიზაინის ნაწილში საზოგადოება ყოფილიყო ჩართული.

„ხარისხი დაიყო ხუთ კრიტერიუმად, პირველი გახლდათ დიზაინი, რომელიც სრულად მივანდეთ საზოგადოებას. დანარჩენი ოთხი კრიტერიუმი, რომელიც მოიცავდა ფუნქციურ, კომპანიის გამოცდილებას, მოწოდებასა და ხარჯთაღრიცხვას, ეს შეაფასა თავად კომისიამ. ორი კრიტერიუმი იყო თვლადი, რომელსაც ელექტრონული სისტემა, წარმოდგენილი დოკუმენტაციის მეშვეობით აფასებს. 

პროცესი იყო საკმაოდ რთული და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პირველი, რადგან ასეთი პროექტი კონკურსით არასდროს აგვირჩევია“, - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა.

ყველაზე მეტი - 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა მიიღო. შპს BWC-ის პროექტმა  - 7727 ხმა, ხოლო შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ - 11127.

გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი – შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია.

პროექტების ფუნქციური მხარე სპეციალურად დაქირავებულმა კომპანიამ შეამოწმა.

პირველმა არხმა, ისტორიაში პირველად, საზოგადოებას საშუალება მისცა, პირველი არხის შენობის დიზაინი აერჩია. 

8 აგვისტოს მაუწყებელმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, რის შემდეგაც, შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა საკონკურსო დოკუმენტაცია, შესყიდვის ღირებულებით 1.032.048 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ: შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“ გამოთქვა.
ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პირველი არხი საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ
პირველი არხი საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ
 ქართული კალათბურთის მოყვარულებს პირველ ა
წაკითხვა
პროფესიულ სტანდარტებთან შეუსაბამო მასალის გავრცელებისთვის რადიო „თავისუფლება“ პირველ არხს ბოდიშს უხდის
პროფესიულ სტანდარტებთან შეუსაბამო მასალის გავრცელებისთვის რადიო „თავისუფლება“ პირველ არხს ბოდიშს უხდის
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, რადიო „თავის
წაკითხვა
„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ - მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ - მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის „ხა
წაკითხვა
კონკურსში „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ პირველი არხისა და „რადიო 1“-ის ჟურნალისტებმა ეკატერინე კოპალიანმა, ნათია არველაძემ და მანანა დევაძემ გაიმარჯვეს
კონკურსში „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ პირველი არხისა და „რადიო 1“-ის ჟურნალისტებმა ეკატერინე კოპალიანმა, ნათია არველაძემ და მანანა დევაძემ გაიმარჯვეს
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კონკურსის „ჟ
წაკითხვა
მორაგბეთა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს მოსახლეობა პირველი არხით იხილავს
მორაგბეთა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს მოსახლეობა პირველი არხით იხილავს
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას საქართველოში პირველი არხი უზრუნველყოფს. <
წაკითხვა
სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება - 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს
სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება - 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს
2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს. ჩვენების უფლებასთან დაკავშირებული ლიცენზიის შეძენას არხის ბორდმ
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
ვასილ მაღლაფერიძე - ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღე
წაკითხვა
პირველი არხი რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებას შეიძენს
პირველი არხი რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებას შეიძენს
პირველი არხი რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩე
წაკითხვა