საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
466

ლევან იზორია ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანის შეხვდა

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-13 14:22:00


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანის შეხვდა. 

საქართველო თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაზე და სამხედრო განათლების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში არსებულ საკითხებს, კერძოდ კი ტოტალური თავდაცვის კონცეფციას.

ამასთან, ლატვიელმა სტუმრებმა ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ აღუთქვეს მხარდაჭერა ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და აღნიშნეს, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია მთლიანი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი.

ლატვიისა და თავდაცვის მინისტრების ორმხრივი შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა არსებობს. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დროს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განვიხილეთ. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ თავდაცვის სფეროში არსებულ საკითხებზე, კერძოდ კი ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე. ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ბეჯითად მუშაობს საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის და მას ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება. თქვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება საქართველოს გარდა უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის და დანარჩენი ევროპისთვის“, - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი