საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
639

მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ინფორმაცია საჯარო გახდება

გიორგი გიგანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-13 17:36:00


კომპანიების ფინანსური ინფორმაცია საჯარო გახდება. ბიზნესისთვის ახალ ვალდებულებას ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება. რეფორმამ ხელი უნდა შეუწყოს კომპანიების საქმიანობის გამჭვირვალობას, თავად ბიზნესს კი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაში უნდა დაეხმაროს. 

დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ის ელექტრონული სერვისები გააცნეს, რომლის დახმარებითაც ისინი საჭირო ინფორმაციის დროულ განთავსებას შეძლებენ. მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი შეეხება კომპანიებს, რომელთა წლიური ბრუნვა 2 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდეა, აქტივები - მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე, ხოლო კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა - 10-დან 250-მდე. 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი რომლის მიღება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ გახდა აუცილებელი, კომპანიებს ავალდებულებს ანგარიშგებების წარდგენასა და გასაჯაროებას. 

ანგარიშგებების წარდგენა ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. 

ანგარიშგებები და კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი