საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
523

ვაზიანის პოლიგონზე „ქარიშხალი 2017“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-13 19:29:00

ვაზიანის პოლიგონზე „ქარიშხალი 2017“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. დასკვნით ეტაპზე სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული, „მსტა“ ბატალიონის ერთი ბატარეა, 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნების ერთი ბატარეა, 82 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნების ერთი ოცეული, სატანკო ასეული, ტანკსაწინააღმდეგო ოცეული და სნაიპერები იყვნენ მიზიდულები.

სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო სროლები განახორციელეს და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული შეტევითი ოპერაცია შეასრულეს. მათ მიზანს მოწინააღმდეგის განადგურებით ობიექტის დაპყრობა წარმოადგენდა. 

საჩვენებელ სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ზაზა ჩხაიძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი, შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ. გენერლებმა სპეციალურ ბრიფინგზე „ქარიშხალი 2017“-ის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციაც მოისმინეს.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებულ სამეთაურო-საშტაბო სწავლება ძალების მიზიდვით - „ქარიშხალი 2017“-ში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი, მასთან დაქვემდებარებული ბრიგადებისა და ბატალიონების შტაბები და ბრიგადებიდან მიზიდული ასეულის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობდნენ.

სამდღიანი სწავლების განმავლობაში, სამხედრო მოსამსახურეები მართვის პუნქტების ამოქმედების, კავშირის დამყარებისა და შენარჩუნების, ასევე, ტაქტიკური მარშის განხორციელებისთვის საჭირო უნარებს დაეუფლნენ და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების სხვა მეთოდებს გაეცნენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე პირველი საარტილერიო ბრიგადის სწავლება გაიმართა
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე პირველი საარტილერიო ბრიგადის სწავლება გაიმართა
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე
წაკითხვა
ვაზიანში, რკინიგზის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია
ვაზიანში, რკინიგზის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია
ვაზიანში, რკინიგზის მიმდებარედ ხანძარი ლო
წაკითხვა
„ღირსეული პარტნიორი 2017“  -  მრავალეროვნული სწავლების  დახურვის ცერემონია ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
„ღირსეული პარტნიორი 2017“ - მრავალეროვნული სწავლების დახურვის ცერემონია ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
ვაზიანის მეთერთმეტე სასროლეთზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ -ის დახურვის ცერემონია მიმდინარეობს.  
წაკითხვა
თბილისში მიმდინარე მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებაზე, დღეს პირველად, ჟურნალისტები დაუშვეს
თბილისში მიმდინარე მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებაზე, დღეს პირველად, ჟურნალისტები დაუშვეს
საჩვენებელი წვრთნა მედიის თანდასწრებით. თბილისში მიმდინარე მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებაზე, დღეს პირველად, ჟურნალისტები დაუშვეს. 
წაკითხვა
ამერიკელი კონგრესმენები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ
ამერიკელი კონგრესმენები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ
მდინარი ბებიაშვილს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ ამერიკელი კონგრესმენები. 
წაკითხვა
„ღირსეული პარტნიორი 2017-ში“ მონაწილე ქართველი და უცხოელი სამხედროებისათვის კონცერტი მიმდინარეობს
„ღირსეული პარტნიორი 2017-ში“ მონაწილე ქართველი და უცხოელი სამხედროებისათვის კონცერტი მიმდინარეობს
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017-ში“ მონაწილე ქართველი და უცხოელი სამხედრო
წაკითხვა
„ძალა პარტნიორობაშია“- საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღონისძიება იმართება
„ძალა პარტნიორობაშია“- საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღონისძიება იმართება
ნატო-სა და მისი პარტნიორი რვა ქვეყნის 2 800 სამხედრო, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად საერთაშორისო სწავლებაში ერთვება. 
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ვართ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გლობალური სტაბილურობის დროშა
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ვართ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გლობალური სტაბილურობის დროშა
მე ვერ აღვწერდი უფრო სწორად ჩვენ ერთობლივ
წაკითხვა