საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
934

დღეს სვეტიცხოვლობაა - საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარეობს

ნათია ქენქაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-14 10:33:00


მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საზეიმო წირვას სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლენს.

სვეტიცხოველში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად. გარდა ამისა, საზეიმო წირვას თბილისის მერი დავით ნარმანიაც ესწრება.

ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. 

ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა.

ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.





ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღევლინა
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღევლინა
დღეს ილიაობა აღინიშნება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარმეტყველ ელია
წაკითხვა
13 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
13 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს „წმინდა დიდებულთა 
წაკითხვა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
უნიშვნელოვანესი თარიღი ქართული ეკლესიის ისტორიაში - 
წაკითხვა
პატრიარქის ინიციატივით, სვეტიცხოველში 100 წლის წინანდელის მსგავსი ფოტო გადაიღეს
პატრიარქის ინიციატივით, სვეტიცხოველში 100 წლის წინანდელის მსგავსი ფოტო გადაიღეს
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენი
წაკითხვა
პატრიარქი: ზეთარიღი, ზეისტორიული თარიღი არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია
პატრიარქი: ზეთარიღი, ზეისტორიული თარიღი არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხ
წაკითხვა
 შობის საზეიმო წირვა-ლოცვა და ალილოს მსვლელობა სამეგრელოში
შობის საზეიმო წირვა-ლოცვა და ალილოს მსვლელობა სამეგრელოში
ქრისტეს შობის საზეიმო წირვა - ლოცვა აღევლინა სამეგრელოს ყველა მოქმედ ტაძარში, შემდეგ კი ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან სამღვდელო
წაკითხვა
პატრიარქი უკვე 39 წელია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უძღვება
პატრიარქი უკვე 39 წელია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უძღვება
25 დეკემბერი პატრიარქის აღსაყდრების დღეა. უკვე 39 წელია ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უძღვება.
წაკითხვა
17 დეკემბერს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
17 დეკემბერს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
17 დეკემბერს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში საზეიმო წირვა აღევლინება. &
წაკითხვა