საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1319

ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა

გამოქვეყნებულია 2017-10-14 13:22:00

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარეობს.

„წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს, სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა.ბედნეირია ის ადამიანი, რომელიც შეისმენს სულიწმინდის კარნახსა და აი ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ტაძარში, სადაც სულიწმინდა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი სულისა წმინდისა უხილავად მოქმედებს ჩვენზედა.

​მე გილოცავთ დღევანდელ დღეს, სვეტიცხოვლობას, მადლი ყოვლადწმინდისა სულისა, სიყვარული ღვთისა და მამისა და ძისა და სულისა წმინდისა იყოს ჩვენზე, საქართველოზე, მთელს მსოფლიოზე. ჩვენთან არს ღმერთი“, - აღნიშნა პატრიარქმა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.

სვეტიცხოველში საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო. გარდა ამისა, ტაძარში თბილისის მერი დავით ნარმანიაც იმყოფებოდა.

ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. 

ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა.

ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება პირდაპირი გზაა სასუფეველში
ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება პირდაპირი გზაა სასუფეველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
ილია მეორე კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“
ილია მეორე კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
წაკითხვა
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე -თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთეს ხელისუფლების პირველმა პირებმა
წაკითხვა
საპატრიარქოს განმარტებით, დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა, ნებაყოფლობითი ქმედებაა
საპატრიარქოს განმარტებით, დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა, ნებაყოფლობითი ქმედებაა
დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა,
წაკითხვა
ილია მეორემ მრევლს მიმართა, ერთი დღე და ღამე იმარხულონ, ილოცონ და გაჭირვებულებს სამი ცხვარი შესწირონ
ილია მეორემ მრევლს მიმართა, ერთი დღე და ღამე იმარხულონ, ილოცონ და გაჭირვებულებს სამი ცხვარი შესწირონ
„კარგი იქნებოდა, რომ
წაკითხვა
ილია მეორე - ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი
ილია მეორე - ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი
ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრა
წაკითხვა
ილია მეორე - ჩვენ ვერ ვიტანთ სხვის აზრს, იქნებ ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რათა მოვუსმინოთ ერთმანეთს
ილია მეორე - ჩვენ ვერ ვიტანთ სხვის აზრს, იქნებ ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რათა მოვუსმინოთ ერთმანეთს
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი მრევლ
წაკითხვა