საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
715

ოკუპირებული გალის რაიონში 500 ცალი ე.წ. ბინადრობის მოწმობა გაიცა

ქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-14 16:47:00

ოკუპირებული გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი გრძელდება. გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განმარტებით, უკვე გაცემულია 500 ე.წ. დოკუმენტი, ხოლო კიდევ 500 მზად არის გასაცემად, ოთხი ათასი მუშავდება. 

„ამ ეტაპზე, 4000 პირი გამოვარკვიეთ, რომლებიც საბინაო წიგნებში იყვნენ შეყვანილნი, მაგრამ რეალურად გალის რაიონში არ ცხოვრობდნენ. აქ მხოლოდ პერიოდულად ჩამოდიან მიწის დასამუშავებლად და მოსავლის ასაღებად. მანამდე ასეთ პირებს აფხაზური პასპორტები ჰქონდათ. ახლა კი, ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ, რომ მათ ბინადრობის მოწმობები აიღონ“ - განაცხადა თემურ ნადარაიამ. 

დეფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ასეთი პირებისთვის ოკუპირებული გალის რაიონში შესასვლელად ე.წ. ვიზების აღება უფრო „მიზანშეწონილი“ იქნებოდა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. ბინადრობის მოწმობისთვის საჭირო „დოკუმენტაციის“ ჩაბარებისას, ქრთამის აღების ფაქტები არაერთხელ დაფიქსირებულა. ოკუპირებული გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მოქალაქე ვარდაიაზე, რომელიც ე.წ. საპასპორტო განყოფილებასთან, რუსული ენის არმცოდნე პირებს დახმარებას ჰპირდებოდა, „დოკუმენტებს“ ართმევდა და მათზე ყალბ ბეჭდებს სვამდა ორი ათასი რუბლის სანაცვლოდ. 

ნადარაია განმარტავს, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. თანხის გამომძალველები სოფლებშიც დადიან და მსგავსს „სამსახურს“ სთავაზობენ ადგილობრივებს. 

Apsny.ru ასევე წერს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ამ „დოკუმენტების“ გამო 22 ოჯახი ოკუპირებული რეგიონის სოფელ ფიჩორიდან ზუგდიდის რაიონში გადავიდა საცხოვრებლად. 

ოკუპირებული გალის რაიონში სულ 22 ათასი ე.წ. ბინადრობის მოწმობა უნდა გაიცეს. მისი „მოქმედების ვადა“ ხუთი წელი იქნება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ოკუპირებული გალის რაიონში აზიური ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავლის გამო, 250 ოჯახს ჰუმანიტარული დახმარების სახით თითო ტომარა ფქვილს დაურიგებენ
ოკუპირებული გალის რაიონში აზიური ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავლის გამო, 250 ოჯახს ჰუმანიტარული დახმარების სახით თითო ტომარა ფქვილს დაურიგებენ
ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებლები მო
წაკითხვა
ოკუპირებულ გალში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემის პროცესი განახლდა
ოკუპირებულ გალში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემის პროცესი განახლდა
ოკუპირებულ გალში ე.წ. ბინადრობის მოწმობებ
წაკითხვა
რა მდგომარეობაშია ოკუპირებული გალის სოფელ გაგიდას სკოლა (ვიდეო)
რა მდგომარეობაშია ოკუპირებული გალის სოფელ გაგიდას სკოლა (ვიდეო)
ოკუპირებული გალის სოფელ გაგიდაში სკოლის ახალი შენობის აშენებას ითხოვენ. ძველი შენობა ამორტიზე
წაკითხვა
ოკუპირებულ გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემის პროცედურები კიდევ „მარტივდება“
ოკუპირებულ გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემის პროცედურები კიდევ „მარტივდება“
ოკუპირებული გალის რაიონის დეფაქტო ადმინისტრაცია ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემის პროცედურებ
წაკითხვა
ოკუპირებული გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობისთვის საჭირო დოკუმენტების ჩაბარების წესი შეიცვალა
ოკუპირებული გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობისთვის საჭირო დოკუმენტების ჩაბარების წესი შეიცვალა
ოკუპირებული გალის რაიონის დეფაქტო ადმინისტრაციამ ე.წ. ბინადრობის მოწმობის გასაცემად საჭირო დო
წაკითხვა
მოსალოდნელი შეზღუდვა ოკუპირებული გალის რაიონში - რა გახდა მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი
მოსალოდნელი შეზღუდვა ოკუპირებული გალის რაიონში - რა გახდა მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი
დაუწესებს თუ არა აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმი ადგილობრივებს კიდევ ერთ შეზღუდვას. 
წაკითხვა
ოკუპირებულ გალში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ოკუპირებულ გალში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ოკუპირებულ გალის რაიონში. სოფელ ნაბაკევში 500-მდე ადამიანია შეკრებილი დაბალი ზონის სხვადასხვა სოფლიდან. როგორც საზოგადოებრივს ადგილო
წაკითხვა
ოკუპირებული გალის სოფელ მეორე ოტობაიაში აფეთქება მოხდა
ოკუპირებული გალის სოფელ მეორე ოტობაიაში აფეთქება მოხდა
აფეთქება მოხდა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში. „მოამბის“ ინფორმაციით, შოთა გითოლენდიას სახლში, სადაც მეორე ოტობაიას ე.წ. გ
წაკითხვა