საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3723

„მსოფლიოში ყველაზე უსარგებლო აეროპორტმა“ პირველი რეგულარული რეისი მიიღო და თანაც, 45 წუთის დაგვიანებით

ქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-15 01:19:00

წმინდა ელენეს კუნძულზე მდებარე აეროპორტმა პირველი რეგულარული სამგზავრო რეისი მიიღო. ფრენა სამხრეთაფრიკულმა ავიაკომპანია Airlink-მა ​იოჰანესბურგიდან შეასრულა, თუმცა თვითმფრინავი აეროპორტში 45 წუთის დაგვიანებით დაეშვა - წერს ბრიტანული გამოცემა „სტანდარტი“. პირველი რეისის მგზავრებსა და თვითმფრინავს ადგილობრივებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. 

რეგულარული საჰაერო რეისები წმინდა ელენეს კუნძულზე ოფიციალურად 2016 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მედიის განმარტებით, აეროპორტის პროექტირებისას შეცდომა დაუშვეს. ძლიერი გვერდით ქარის გამო, აეროპორტს დიდი ზომის თვითმფრინავების მიღება არ შეეძლო. 

სწორედ ამიტომ, დასავლური პრესა მას „მსოფლიოში ყველაზე უსარგებლო აეროპორტს“ უწოდებდა. 

აეროპორტის მშენებლობისთვის ბრიტანეთის მთავრობამ დაახლოებით 285 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა. მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და 2015-ში დასრულდა. 

პირველი სატესტო დაჯდომა აეროპორტში British Airways-ის კუთვნილმა Boeing 737-800-მა განახორციელა, რომელიც დასაფრენ ბილიკზე მესამე მცდელობის შემდეგ დაეშვა, რისი მიზეზიც ძლიერი ქარი გახდა. სატესტო დაშვება აეროპორტში გასული წლის აპრილში განხორციელდა. მას შემდეგ, აეროპორტის გახსნა კვლავ ძლიერი ქარის გამო არაერთხელ გადაიდო. 

აეროპორტი ამ დრომდე ძირითადად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მცირე ზომის თვითმფრინავებს და ასევე, მცირე ზომის კერძო საჰაერო ხომალდებსა  და საჰაერო ძალებს ემსახურებოდა.



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორი იქნება ქუთაისის განახლებული აეროპორტი - ვიზიტორი ქვეყნების სტატისტიკა
როგორი იქნება ქუთაისის განახლებული აეროპორტი - ვიზიტორი ქვეყნების სტატისტიკა
2017 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, ქ
წაკითხვა
თბილისის აეროპორტში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის მიუხედავად, ყველა რეისი შესრულდება
თბილისის აეროპორტში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის მიუხედავად, ყველა რეისი შესრულდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაგ
წაკითხვა
თბილისის  აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა
თბილისის აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა
მოფრენის ახალი ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ ახალი ტერმინალის მშენებლობა 12 ივლისს
წაკითხვა
გიორგი გახარია -  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გახდეს ჰაბი
გიორგი გახარია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გახდეს ჰაბი
დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რამეთუ ძალიან მოკლე ვადაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ იქცა რეგიონის საავიაციო ბაზარზე
გიორგი კვირიკაშვილი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ იქცა რეგიონის საავიაციო ბაზარზე
დასრულებულია საოპერაციო მზაობისა და ტერმი
წაკითხვა
ბერლინის მოსახლეობის უმრავლესობამ ტეგელის საერთაშორისო აეროპორტის დახურვას მხარი არ დაუჭირა
ბერლინის მოსახლეობის უმრავლესობამ ტეგელის საერთაშორისო აეროპორტის დახურვას მხარი არ დაუჭირა
ბერლინის მოსახლეობის უმრავლესობამ ტეგელის საერთაშორისო აეროპორტის დახურვას მხარი არ დაუჭირა. 
წაკითხვა
სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 24 წელი გავიდა
სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 24 წელი გავიდა
სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებულ
წაკითხვა
მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ დამასკოს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა
მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ დამასკოს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის დედაქალაქ დამასკოს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა. გამოცემა Al-Masdarnews-ის ინფორმაციით, აეროპორ
წაკითხვა