საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1122

ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-15 08:39:00 განახლებულია 2017-10-15 12:00:00


ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა და პირველმა ამომრჩევლებმა ხმა უკვე მისცეს. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, არჩევნებზე წარმატებას კონსერვატორებს და მათ 31 წლის ლიდერს სებასტიან კურცს უწინასწარმეტყველებენ. 

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი და კონსერვატიული "სახალხო პარტიის" ლიდერი მოქალაქეებს დაპირდა, რომ არალეგალი მიგრანტები ავსტრიაში ვერ მოხვდებიან. სებასტიან კურცი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ სოციალური დახმარება მხოლოდ იმ უცხოელებმა მიიღონ, ვინც ავსტრიაში მინიმუმ 5 წელია ცხოვრობს. 

თუ კონსერვატორები გაიმარჯვებენ, სებასტიან კურცი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდება. 

მეორე ადგილისთვის იბრძვიან სოციალ-დემოკრატები და ულტრამემარჯვენეები. დამკვირვებლების მონაცემებით, ულტრამემარჯვენე პარტია "თავისუფლების" წევრებს აქვთ შანსი, ავსტრიის მმართველ კოალიციაში მოხვდნენ. საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი მთავარი თემა არალეგალური მიგრაცია იყო. 

რაც შეეხება სოციალ-დემოკრატებს, რომელთა ლიდერიც ავსტრიის მოქმედი პრემიერ-მინისტრი სებასტიან კერნია, სოციოლოგები ვარაუდობენ, რომ ისინი მესამე ადგილზე მოხვდებიან. 

ავსტრიაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება 6.4 მილიონ მოქალაქეს აქვს. საარჩევნო უბნები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიხურება და სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი ეგზიტპოლის შედეგები.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მ
წაკითხვა
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს. კონსერვატორები, სავარაუდოდ, ახალი მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტ დეპუტატს შეიყვა
წაკითხვა
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ. 
წაკითხვა
მადრიდი კატალონიას ახალ ხელმძღვანელს უნიშნავს, რეგიონი კი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მადრიდი კატალონიას ახალ ხელმძღვანელს უნიშნავს, რეგიონი კი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მადრიდი
წაკითხვა
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა, თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია. &l
წაკითხვა