საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
473

აბუ-დაბიში პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში საქართველოს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას

მაია ბუთბაია
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-10-16 10:08:00


ქალაქ აბუ-დაბიში პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ გაიხსნა. 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, გახსნის ცერემონიალს საქართველოს დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაშიც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები, მათი პედაგოგები და კონსულტანტები არიან. 

დელეგაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობენ.
პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში 77 ქვეყნის, 22 წლამდე ასაკის, 1300 წარმომადგენელი მონაწილეობს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ საქართველოს პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებიც. ისინი 7 პროფესიაში: სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინში შეეჯიბრებიან თანატოლებს.
საერთაშორისო კონკურსზე წარგზავნილები თბილისში ჩატარებული WorldSkills Georgia-ს ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულები არიან. შეჯიბრი შვიდ პროფესიაში ჩატარდა და სწორედ, ამ შეჯიბრებაში გამარჯვებულები (თითოეულ პროფესიაში პირველ ადგილზე გასულები) იღებენ მონაწილეობას მსოფლიო მნიშვნელობის ასპარეზობაში.

Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა და პედაგოგებმა, საერთაშორისო კონკურსისთვის მომზადების ხანგრძლივი ეტაპი და სპეციალური სატრენინგო მოდული გაიარეს. მათი პროფესიონალიზმი Worldskills-ის ორგანიზატორების მიერ უმაღლესი ქულებით შეფასდა.

კონკურსი წელს 44-ედ იმართება, საქართველო კი, მესამე წელია რაც ამ ღონისძიებას შეუერთდა. საქართველოს წარმომადგენლებმა გასულ წლებში გერმანიასა და ბრაზილიაში გამართულ კონკურსებზე წარმატებით იასპარეზეს. 
WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია და მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილი, რომლის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ინტერნაციონალიზაციაა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ - მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ - მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის „ხა
წაკითხვა
კონკურსში „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ პირველი არხისა და „რადიო 1“-ის ჟურნალისტებმა ეკატერინე კოპალიანმა, ნათია არველაძემ და მანანა დევაძემ გაიმარჯვეს
კონკურსში „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ პირველი არხისა და „რადიო 1“-ის ჟურნალისტებმა ეკატერინე კოპალიანმა, ნათია არველაძემ და მანანა დევაძემ გაიმარჯვეს
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კონკურსის „ჟ
წაკითხვა
პროფესიული უნარების საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს გუნდმა წარმატებით იასპარეზა
პროფესიული უნარების საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს გუნდმა წარმატებით იასპარეზა
საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტებმა მსოფლიო პროფესიული უნარების შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა. საერთაშორისო კონკურსში 77 ქვეყნის
წაკითხვა
აბუ-დაბიში პროფესიული უნარების 44-ე საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარდა
აბუ-დაბიში პროფესიული უნარების 44-ე საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარდა
პროფესიული უნარების 44-ე საერთაშორისო შეჯიბრი აბუ-დაბიში. 22 წლამდე
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. მსურველებს განაცხადების შეტანა 23 ოქტ
წაკითხვა
გრანდიოზული შოუ მონაწილეებს არჩევს - რას გვთავაზობს ,,რანინა”
გრანდიოზული შოუ მონაწილეებს არჩევს - რას გვთავაზობს ,,რანინა”
კოსტავას 68 ნომერში, პირველი არხის შენობაში, ამ წუთებში 8-დან 13 წლამდე ბავშვების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. პირველი არხი პატარა მომღ
წაკითხვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინი ცნობილია - კონკურსში „თბილქალაქპროექტმა“ გაიმარჯვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინი ცნობილია - კონკურსში „თბილქალაქპროექტმა“ გაიმარჯვა
უკვე ცნობილია როგორი იქნება პირველი არხის
წაკითხვა
თინათინ ბერძენიშვილი - შევეცადეთ, კონკურსი მაქსიმალურად საჯარო ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, დიზაინის შერჩევაში საზოგადოება ჩართულიყო
თინათინ ბერძენიშვილი - შევეცადეთ, კონკურსი მაქსიმალურად საჯარო ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, დიზაინის შერჩევაში საზოგადოება ჩართულიყო
მოხარული ვარ, რომ პირველი არხის ახალი შენ
წაკითხვა