საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1198

ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს

გამოქვეყნებულია 2017-10-16 13:34:00

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს. 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ გერმანიის ქალაქ ჰანოვერისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 63 მოქალაქის დაბრუნების პროცესს დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი (FRONTEX)“.

"დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა.

დადებითად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გერმანიის მხრიდან განხორციელდა დეპორტაციის ადგილმდებარეობის ცვლილება. კერძოდ, დიუსელდორფის ნაცვლად, დასაბრუნებელი პირების დაბრუნების ოპერაცია განხორციელდა გერმანიის ქალაქ ჰანოვერიდან, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დასაბრუნებელი პირების განთავსების პირობები. კონკრეტულად, ჰანოვერში აეროპორტის ტერიტორიაზე გამოყოფილი იყო საკმაოდ დიდი ფართი, თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი საკვები და დასაბრუნებელ პირებს (ესკორტის თანხლებით) პირველად მიეცათ მოსაწევად სპეციალურ ტერიტორიაზე გასვლის შესაძლებლობა.

ასევე დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეებს მისცეს საქართველოში სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს პრობლემის სისტემურ გადაჭრას. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, მოახდინონ კომუნიკაცია ფრონტექსისა და დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის განმახორციელებელი ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კავშირი საქართველოში გამომგზავრებამდე", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 86 მოქალაქე დააბრუნეს
ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 86 მოქალაქე დააბრუნეს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრ
წაკითხვა
EMC-ს ანგარიში სახალხო დამცველის აპარატის კომპეტენციების შესახებ - როგორია  ორგანიზაციის რეკომენდაციები
EMC-ს ანგარიში სახალხო დამცველის აპარატის კომპეტენციების შესახებ - როგორია ორგანიზაციის რეკომენდაციები
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სახალხო დამცველის აპარატის, როგორც თანასწორობის ორგანოს კომპეტენციები შეისწავლა. <
წაკითხვა
„ომბუდსმენის ერთი ვადით არჩევის საკითხი კითხვის ნიშნებს ბადებს“-უჩა ნანუაშვილი #მოამბეში
„ომბუდსმენის ერთი ვადით არჩევის საკითხი კითხვის ნიშნებს ბადებს“-უჩა ნანუაშვილი #მოამბეში
საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით, ომბუდსმენის ერთი ვადით არჩევის საკითხი კითხვის ნიშნებს ბადებს და გაუგებარია თუ რა მიზანს ემსახურ
წაკითხვა
საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი საგანგაშოა - სახალხო დამცველის აპარატი ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი საგანგაშოა - სახალხო დამცველის აპარატი ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი საგანგაშოა - შესაბამის ანგარიშს სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს. 
წაკითხვა
ძალადობა ოჯახში და ქალთა მიმართ – სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა
ძალადობა ოჯახში და ქალთა მიმართ – სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა
ძალადობა ოჯახში და ქალთა მიმართ – როგორია საქართველოში ამ მიმართულებით მდგომარეობა. სახალხო დამცველის აპარატმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ
წაკითხვა
სახალხო დამცველის აპარატი: ყვარლის მოსახლეობის ნაწილი გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკის არსებობას ადატურებს
სახალხო დამცველის აპარატი: ყვარლის მოსახლეობის ნაწილი გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკის არსებობას ადატურებს
ყვარლის მოსახლეობის ნაწილი გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკის არსებობას ადატურებს, - განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი აკეთებს. 
წაკითხვა
ირაკლი ალასანიას შეხვედრა არასამთავრობოებთან და სახალხო დამცველის აპარატის წევრებთან
ირაკლი ალასანიას შეხვედრა არასამთავრობოებთან და სახალხო დამცველის აპარატის წევრებთან
ირაკლი ალასანიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატის წევრებთან ე.წ. კაბელების საქმეზე ომბუდსმენის დასკვნა განიხილა.
წაკითხვა
„სამართლის მეგობარი“ -  სახალხო დამცველის აპარატმა კონფერენცია გამართა
„სამართლის მეგობარი“ - სახალხო დამცველის აპარატმა კონფერენცია გამართა
„სამართლის მეგობარი“ - ამ სახელწოდების კონფერენცია დაიწყო სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით. აღნიშნული კონფერენცია ერთგვარი სახელმძღვა
წაკითხვა