საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
409

2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატად საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებს გუდაურსა და ბაკურიანს წარადგენენ

ეკატერინე კოპალიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-16 13:58:00

2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატად საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებს გუდაურსა და ბაკურიანს წარადგენენ. ეს დავალება მთავრობის განკარგულებით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ მიიღო.

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ საკუთარი სახსრებიდან გადაიხდის ჩემპიონატის მასპინძელი კურორტების არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის საფასურის – 175 000 შვეიცარული ფრანკის ეკვივალენტს ლარში.

2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატად საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაურის და/ან ბაკურიანის) წარდგენისა და აღნიშნული ჩემპიონატის მასპინძელი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საფასურის გადახდის შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ დავალების შესახებ მთავრობის განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე