საზოგადოებრივი
104.5 FM
441

ირაკლი კოვზანაძე - პარლამენტში მთავრობის მიერ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია 14 ნოემბრამდე შემოვა

მანანა დევაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-16 15:24:00

პარლამენტში მთავრობის მიერ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია 14 ნოემბრამდე შემოვა, - ეს განცხადება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა. 

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს.

"ბიუჯეტის განხილვის პირველ ეტაპს დღეს ვამთავრებთ. ბიუჯეტი 4.5%-ის ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. ეს იმას ნიშნავს, რომ 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 40 მილიარდ 400 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული. ასიგნებები 950 მილიონით იზრდება. პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, განათლება და ჯანდაცვაა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება პრაქტიკულად 570 მილიონით იზრდება. სავალუტო ფონდთან შეთანხმება მიღწეულია და ბიუჯეტის დეფიციტი, რომელზეც ჩვენ კითხვები გვქონდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის. კითხვები არა მარტო ოპოზიციას, არამედ უმრავლესობის წევრებსაც აქვთ. გარკვეული მიმართულებით ხარჯების გაზრდას ითხოვენ. ეს კითხვები ჩვენს კომიტეტშია გადმოგზავნილი. ყველა ეს კითხვა ჩვენს პროექტში იქნება ასახული, რომელსაც მთავრობას გადავუგზავნით. მთავრობას აქვს, დრო, რომ გადამუშავებული ვერსიით 14 ნოემბრამდე დაგვიბრუნდეს. უმრავლესობის მიმართულებით კითხვებია, რომ არა მარტო ჯანდაცვის კუთხით, არამედ გარემოს დაცვასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებითაც თანხები, რომ დაემატოს. ასეთი მოთხოვნა მაჟორიტარ დეპუტატებსაც აქვთ. მთავრობას გარკვეული დასაბუთება აქვს და ვფიქრობ, რომ გადამუშავებულ ვერსიაში ეს კითხვები და სურვილები ასახული იქნება", - განაცხადა კოვზანაძემ

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა
 ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
ბიუჯეტის განხილვა საკანონ
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე - შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა
არჩილ თალაკვაძე - შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა
შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალა
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავა
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ოპოზიციის კრიტიკა ბიუჯეტის პროექტს. ფინან
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი -  2018  წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
2018  წლის ბიუჯეტი   ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრე
წაკითხვა
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ი
წაკითხვა
პარლამენტი ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის განხილვას იწყებს
პარლამენტი ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის განხილვას იწყებს
პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის  განხილვას იწყებს. 
წაკითხვა