საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
799

რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

გამოქვეყნებულია 2017-10-17 13:38:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, სტიქიის ზონებში ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ყველა მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა უმოკლეს ვადაში აღდგეს.

„იმერეთის, გურიის აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და უშუალოდ უწევენ სამუშაოს კოორდინირებას. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მუნიციპალიტეტებში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბები და დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები. ასევე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქუთაისში და ოზურგეთში. ასევე, განვითარდა მეწყრული პროცესები გურიისა და აჭარის რამდენიმე სოფელში. ყველა დაზარალებულ მონაკვეთში მობილიზებული არიან სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები“, - აცხადებენ უწყებაში. 

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში ელექტროენერგია რამდენიმე ათას აბონენტს არ მიეწოდება, ადგილზე მუშაობენ „ენერგო პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენლები, პრობლემურ კერებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რათა მოსახლეობას ელექტროენერგია უმოკლეს ვადაში აღუდგეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ძლიერმა წვიმამ პრობლემები აჭარაშიც შექმნა, სტიქიის ადგილას იმყოფება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

„ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ძლიერი თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზების მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - აღნიშნული სამინისტროს ინფორმაციაში. 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. გურიასა და იმერეთის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს დილიდან ახორციელებენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობა საქართველოში 17 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი და ქარბუქი. 18 ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, დღის ტემპერატურა მოიმატებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თვითმმართველობის არჩევნების შედეგები  - როგორ გადანაწილდა ამომრჩევლის ნება რეგიონებში
თვითმმართველობის არჩევნების შედეგები - როგორ გადანაწილდა ამომრჩევლის ნება რეგიონებში
წინასწარი მონაცემებით 64 თვითმმართველი ერ
წაკითხვა
სამდღიანმა წვიმამ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა - მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ
სამდღიანმა წვიმამ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა - მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ
სამდღიანმა კოკისპირულმა წვიმამ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა. მეწყერსაშიშროების გამო, საფრთხე შეექმნა 18 ოჯახს, დღეისათვის 10 მათგა
წაკითხვა
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სტიქიის შ
წაკითხვა
სტიქია აჭარაში - რეგიონში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნა
სტიქია აჭარაში - რეგიონში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნა
ამ დრომდე ძლიერი წვიმა და ქარია აჭარაში. სტიქიამ რეგიონში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შექმნა.
წაკითხვა
ქობულეთში, სტიქიის გამო რამდენიმე სახლის დანგრევის საფრთხე არსებობს
ქობულეთში, სტიქიის გამო რამდენიმე სახლის დანგრევის საფრთხე არსებობს
ქობულეთში, სტიქიის გამო, სამ ათასამდე აბო
წაკითხვა
გურიაში სტიქიის შედეგებს ითვლიან
გურიაში სტიქიის შედეგებს ითვლიან
გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედ
წაკითხვა
ხარაგაულში, მდინარე ჩხერიმელამ ცენტრალური გზა დააზიანა
ხარაგაულში, მდინარე ჩხერიმელამ ცენტრალური გზა დააზიანა
სტიქიამ პრობლემები შექმნა ხარაგაულის მუნი
წაკითხვა
იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა
იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ზარალის დამთვლელი კომისიები იწყებენ მუშაობას. 
წაკითხვა