საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1012

რუსმა სამართალდამცველებმა საქართველოსთან საზღვარზე ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-17 15:08:00

რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოსთან საზღვარზე დააკავეს ქალი, რომელიც საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, ქალი ახალგაზრდების ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვით იყო დაკავებული.

„რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სამმართველოსა და სასაზღვრო სამმართველოს ერთობლივი მოქმედებების ფარგლებში, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მგზავრთა ნაკადში გამოვლინდა უცხოელი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობასთანაა დაკავშირებული. დაკავებული ეჭვმიტანილია ახალგაზრდების ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვისთვის გადაბირებაში, ასევე გადაბირებულების სირიაში გამგზავრების ხელშეწყობაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამმართველოს განმარტებით, დაქორწინების საბაბით, ის იცნობდა ახალგაზრდებს და მათ „ექსტრემისტული მიმართულების რადიკალურ იდეებს“ ახვევდა თავს. უწყების ინფორმაციით, „ქორწინების რელიგიური ცერემონიის შემდეგ, ახალდაქორწინებულ მამაკაცს სირიაში გამგზავრება და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებების რიგებში გაწევრიანება ელოდა“.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთის სამეფოს 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საკადრო წმენდის ინიციატორი, ნავთობით მდიდარი სამეფოს, ტახტის ახალგაზრდა მემ
წაკითხვა
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია ოპოზიციონერ
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლ
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებ
წაკითხვა
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის რვა ყოფილი წევრი დააკავა
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის რვა ყოფილი წევრი დააკავა
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის მთავრობის რვა ყოფილი წევრი დააკავა.
წაკითხვა