საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1160

აფხაზეთში დაღუპული გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს

რეზი ხუციშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-17 16:02:00

აფხაზეთში დაღუპული 25 გმირიდან 20 პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, ხუთი პირი კი სხვადასხვა სასაფლაოზე.

სამების საკათედრო ტაძრიდან აფხაზეთში დაღუპული 25 პირი ცოტახნის წინ გამოასვენეს.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაკრძალვის ცერემონიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

დაკრძალვამდე გმირების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. სოხუმიდან გადმოსვენებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გადაიხადა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე