საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2310

როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-17 19:34:00

2017 წლის 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „კასინიმ“ სამუდმოდ ჩაყვინთა პლანეტა სატურნის ატმოსფეროს ზედა ფენაში. სასიკვდილო გზაზე მსვლელობისას, მონაცემებს პირდაპირ რეჟიმში გადმოსცემდა ხომალდის რვა სამეცნიერო ინსტრუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ ფინალური ჩაშვებისას შეგროვილი სამეცნიერო მონაცემების ანალიზს გარკვეული დრო სჭირდება, კასინის ინჟინრებმა უკვე თვალნათლივ იციან თუ როგორ იქცეოდა ხომალდი არსებობს უკანასკნელ წუთებში. ეს ყველაფერი მეცნიერებმა სატურნის ატმოსფეროს შესახებ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ივარაუდეს, რაც შემდეგ, ძალზედ გამოსადეგი იქნება სატურნის სამომავლო მისიებისათვის. 

ჩაშვების უკანასკნელ მომენტებში, კასინი სატურნის ატმოსფეროს მიაპობდა, რის საშუალებასაც გაუხშორებული აირების იგივე სიმკვრივე აძლევდა, როგორც ეს დედამიწის იმ ორბიტაზეა, რომელზეც საერთაშორისო კოსმოსური სადგური მოძრაობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იქ საერთოდაც თითქმის არაა არანაირი აირი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ აირის წნევა ვაკუუმთან ახლოსაა, კასინი 4,5-ჯერ უფრო სწრაფად მიჰქროდა, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგური. დიდი სიჩქარე საოცრად ზრდიდი იმ ძალას ანუ დინამიკურ წნევას, რომლითაც თხელი ატმოსფერო კასინიზე მოქმედებდა.  

როგორც მონაცემები აჩვენებს, როდესაც კასინიმ სატურნთან საბოლოო მიახლოება დაიწყო, ატმოსფეროში შესვლამდე ერთი საათით ადრე, ფაქიზად შემოტრიალდა და ყოველ რამდენიმე წუთში ერთხელ, მშვიდად რთავდა ძრავებს, რათა დედამიწისკენ შემობრუნებული დარჩენილიყო. ერთადერთი ხელისშემშლელი ძალა ამ დროს სატურნის გრავიტაცია იყო, რომელიც ხომალდის ბრუნვას ცდილობდა. 

„იმისათვის, რომ ანტენა დედამიწისკენ მომართული შეგვენარჩუნებინა, გამოვიყენეთ ე. წ. „bang-bang კონტროლი“, — ამბობს კასინის მისიის ოპერაციების ხელმძღვანელი ჯული ვებსტერი.  

„კოსმოსურ ხომალდს ვიწრო დიაპაზონი მივეცით, რომელშიც მას ტრიალი შეეძლო და როდესაც ის ერთი მიმართულებით ამ ლიმიტის დარღვევას ცდილობდა, ირთვებოდა ძრავი, რათა კვლავ იგივე პოზიციას დაბრუნებოდა“. 

ამ წერტილში, ღრუბლებიდან დაახლოებით 1900 კმ სიმაღლეზე, ხომალდმა სატურნის ატმოსფეროში შესვლა დაიწყო. კასინი სატურნს მიუახლოვდა თავის 11-მეტრიანი მაგნიტომეტრის დაფით, რომელიც ხომალდის გვერდისკენ იყო მიმართული. გაუხშოებული აირი დაფას ბერკეტივით აწვებოდა, რაც მას ოდნავ უკანა მხარეს მობრუნებას აიძულებდა. ამის საპასუხოდ, ირთვებოდა ძრავები, რომლებიც აირებს მეტად ზემოქმედების საშუალებას არ აძლევდა. მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში, როგორც ინჟინრები წინასწარმეტყველებდნენ, ძრავებმა უფრო დიდი ხნით მუშაობა დაიწყო, უფრო ხშირი პულსებით. სატურნთან ბრძოლა დაიწყო.  

მუდმივად ჩართული ძრავებით, ხომალდმა სატურნის ატმოსფეროში 91-წუთიანი მოგზაურობა დაიწყო. სიგნალის გაწყვეტამდე 20 წამით ადრე, ძრავები შესაძლებლობათა 100%-ს იყენებდნენ. როგორც ბოლო 8 წამის მონაცემები აჩვენებს, კასინის ცხვირმა ოდნავ უკან შემობრუნება დაიწყო. როდესაც ეს მოხდა, დედამიწაზე მომავალი რადიოსიგნალი თანდათან შესუსტდა, 83 წუთის შემდეგ კი (სატურნიდან მომდინარე სიგნალის მოსვლის დრო), კასინის ხმა NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) მისიის კონტროლის მონიტორებზე სამუდამოდ გაქრა. პირველად გაუჩინარდა ტელემეტრიული მონაცემები, დარჩა მხოლოდ რადიოსიგნალი. ტელემეტრიის დაკარგვიდან 24 წამის შემდეგ კი, სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. 

„იქიდან გამომდინარე, რომ კასინი პლანეტურ ატმოსფეროში საფრენად არ ყოფილა დაპროექტებული, აღსანიშნავია, რომ ხომალდმა გასძლო იმდენ ხანს, რამდენიც შეეძლო და დედამიწაზე მონაცემების გამოგზავნა უკანასკნელ წამებამდე არ შეწყვიტა. ის მტკიცედ ნაგები ხომალდი იყო და გააკეთა ყველაფერი, რისი შესრულებაც ვთხოვეთ“, — ამბობს კასინის პროექტის ხელმძღვანელი ეარლ მაიზი. 

კასინი-ჰიუგენსის მისია NASA-ს, ESA-სა (ევროპის კოსმოსური სააგენტო) და იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტი იყო. გაეშვა 1997 წელს და სატურნის სისტემას 13 წლის განმავლობაში იკვლევდა. კასინიმ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა სატურნის ჩვენეულ გაგებაში. სხვა მრავალ აღმოჩენასთან ერთად, 13 წლის განმავლობაში, კასინიმ დედამიწაზე გამოაგზავნა სატურნის სისტემაში გადაღებული 450 000-ზე მეტი ფოტო

თუმცა ყველაფერი 2017 წლის 15 სექტემბერს დასრულდა. კასინის საწვავის მარაგი ეწურებოდა და მისიის ხელმძღანელებს სურდათ,  პასუხისმგებლობა ბოლომდე აეღოთ, სანამ ხომალდზე კონტროლს დაკარგავდნენ. სწორედ ამიტომ, იგი ცეცხლოვანი სიკვდილისთვის გაიმეტეს და გადაწყვიტეს, რომ სატურნის ატმოსფეროში ჩაეშვათ, სადაც ხახუნის ძალით, კასინი კომეტასავით დაიწვა სატურნის ცაში.  




კასინის მიერ გამოგზავნილი უკანასკნელი სიგნალი


მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
NASA-ს სატურნის მისია დასრულებულია, „კასი
წაკითხვა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა კასინიმ მშობლი
წაკითხვა
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომ
წაკითხვა
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
15 სექტემბერს, დილით ადრე, NASA-ს კოსმოსუ
წაკითხვა
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ
წაკითხვა
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
სულ რაღაც 13 დღე რჩება NASA-ს კოსმოსურ ხო
წაკითხვა
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სულ რაღაც 2 კვირა რჩება „კასინის“ დიდებულ
წაკითხვა
კასინიმ სატურნზე „სინათლის აჩრდილისებრი ფარდები“ შენიშნა [ვიდეო]
კასინიმ სატურნზე „სინათლის აჩრდილისებრი ფარდები“ შენიშნა [ვიდეო]
სატურნთან მყოფი NASA-ს კოსმოსური ხომალდი
წაკითხვა