საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
584

თოვლში ჩარჩენილი ტურისტები მთიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს

გამოქვეყნებულია 2017-10-17 21:03:00

შსს-ს მაშველებმა და პოლიციელებმა თოვლში ჩარჩენილ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზეკარის უღელტეხილზე, ალპურ ზონაში, თოვლში ჩარჩენილი ორი ტურისტი გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა და დახმარება სჭირდებოდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე, ტურისტების დასახმარებლად დაუყოვნებლივ გაემართნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს ბაღდათის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.

შსს-ს სამაშველო ჯგუფმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეების ადგილსამყოფელის დადგენა შეძლო. ტურისტების დასახმარებლად ჩატარებულ გზის გაწმენდით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და მძიმე ტექნიკა აწარმოებდა.

წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა და პოლიციელებმა საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეები მთიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6,4 მილიონს გადააჭარბა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6,4 მილიონს გადააჭარბა
2017 წლის იანვარი - ოქტომბრის თვის მონაცე
წაკითხვა
შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა
შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა
ამოქმედებიდან დაახლოებით ორ თვენახევრის გ
წაკითხვა
ახალციხეში მამაკაცს, ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
ახალციხეში მამაკაცს, ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამე
წაკითხვა
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით
წაკითხვა