საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2481

სატურნის მთვარე ტიტანის ამინდი უაღრესად მკაცრია და ძალიან ჰგავს დედამიწისას

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-17 21:40:00

სატურნის უდიდესი მთვარე — ტიტანი, იდუმალებით მოცული ადგილია; რაც უფრო მეტს ვსწავლობთ მის შესახებ, თავს იჩენს კიდევ უფრო მეტი სიურპრიზი. 

გარდა იმისა, რომ ის ერთადერთი სხეულია მზის სისტემაში დედამიწის გარდა, რომელსაც მკვრივი, აზოტით მდიდარი ატმოსფერო აქვს, მის ზედაპირზე მრავლადაა მეთანის ტბები, ატმოსფეროში კი მეთანის ღრუბლები. ეს ჰიდროლოგიური ციკლი, რომელშიც მეთანი სითხიდან აირად გარდაიქმნება და შემდეგ პირიქით, ძალიან ჰგავს დედამიწის ამინდის ციკლს. 

NASA/ESA-ს კასინი-ჰიუგენსის მისიის წყალობით, რომელიც 2017 წლის 15 სექტემბერს დასრულდა სატურნის ატმოსფეროში ხომალდის დაწვით — ბოლო წლებში ამ მთვარის შესახებ უზარმაზარი ცნობები მივიღეთ. 

უკანასკნელი აღმოჩენა, რომელიც ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პლანეტარულ მეცნიერებსა და გეოლოგებს ეკუთვნით, ტიტანზე მეთანის წვიმებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ იქ იშვიათად მოდის, ეს წვიმები ძალიან ექსტრემალურია. 

იმისათვის, რათა განესაზღვრათ თუ რამდენად ექსტრემალური უნდა ყოფილიყო ამინდი, რომ ტიტანის ზედაპირს ამჟამიდენლი ფორმები შეეძინა, უნივერსიტეტის ჯგუფმა, მკვლევარ სონ ფოლკის ხელმძღვანელობით, ტიტანის ნალექების სიმულაციები ჩაატარა. 

შედეგად დადგინდა, რომ მეთანის თავსხმა წვიმებმა შეიძლება ზუსტად იმავე გზით ამოჭამა ტიტანის ყინულოვანი ზედაპირი, როგორც ექსტრემალური წვიმები გამოკვეთს დედამიწის კლდოვანი ზედაპირის ფორმებს. 

დედამიწაზე ინტენსიური წვიმები მნიშვნელოვან როლს თამაშობს გეოლოგიურ ევოლუციაში. როდესაც ნალექები საკმაოდ მძიმეა, წვიმა განაპირობებს წყლის ვრცელ ნაკადებს, რომლებსაც დანალექები დაბლობებში გადააქვს, სადაც ისინი წარმოქმნიან გამოზიდვის კონუსის სახელით ცნობილ მახასიათებლებს. 

მისიის ფარგლებში, თავისი რადარული ინსტრუმენტის გამოყენებით, კასინის ორბიტერმა მსგავსი მახასიათებლები ტიტანზეც იპოვა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ტიტანის ზედაპირიც ინტენსიური ნალექებით უნდა ყოფილიყო დაზიანებული. 

მართალია, ეს კონუსები ახლახან აღმოაჩინეს, მაგრამ მეცნიერები ტიტანის ზედაპირს ჯერ კიდევ იმ დროიდან სწავლობენ, როდესაც კასინიმ სატურნის სისტემას მიაღწია, 2005 წელს. იმ დროს, მათ რამდენიმე საინტერესო მახასიათებელი შენიშნეს. 

მათ შორის იყო ქვიშის ვრცელი დიუნები, რომლებიც გაბატონებული იყო ტიტანის დაბალ განედებზე; მაღალ განედებზე კი დომინირებდა მეთანის ტბები და ზღვები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში.  

ტიტანის ზღვები — კრაკენ-მარე, ლიგეია-მარე და პუნგა-მარე სიგანეში ასობით კილომეტრია, სიღრმეში კი ასობით მეტრი და იკვებებიან დატოტვილი, მდინარის მსგავსი არხებით. გარდა ამისა, ასევე არის მრავალი პატარა, თავთხელი ტბა, რომლებსაც აქვთ მომრგვალებული კიდეები და ციცაბო კედლები; ისინი ძირითადად ბრტყელ ზონებშია წარმოდგენილი. 

ამ შემთხვევაში, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გამოზიდვის კონუსები ძირითადად მდებარეობს 50-80 გრადუს განედებზე. ეს კი ახლოსაა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების ცენტრებთან, ოდნავ უფრო ახლოს პოლუსებთან, ვიდრე ეკვატორთან. 

იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება წარმოექმნა ტიტანის ნალექებს ეს მახასიათებლები, ჯგუფმა ტიტანის ჰიდროლოგიური ციკლის კომპიუტერულ სიმულაციებს მიმართა. 

როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ წვიმა ძირითადად პოლუსების სიახლოვესაა აკუმულირებული — იქ, სადაც ტიტანის მთავარი ზღვები და ტბები მდებარეობს — ყველაზე ძლიერი წვიმები 60-გრადუსიან განედთან მოდის. 

ეს კი ზუსტად ემთხვევა იმ ადგილს, სადაც ყველაზე მეტადაა წარმოდგენილი გამოზიდვის კონუსები და მიუთითებს იმაზე, რომ როდესაც ტიტანზე წვიმს, იგი უკიდურესად ექსტრემალურია, სეზონური მუსონური კოკისპირული წვიმების მსგავსი. 

ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერების ასოცირებული პროფესორი და კვლევის ავტორი ჯონათან მიტჩელი მიუთითებს, ეს ყველაფერი დიდად არ განსხვავდება იმ უაღრესად მკაცრი ამინდისგან, რომელიც ბოლო დროს დედამიწაზე გვხვდება. 

„კლიმატის ჩვენს მოდელში, მეთანის ყველაზე ინტენსიური შტორმის დროს დღეში სულ მცირე 30 სმ ნალექი მოდის, რაც საკმაოდ ახლოსაა იმასთან, რაც ქარიშხალ „ჰარვის“ დროს ამ ზაფხულს ჰიუსტონში ვიხილეთ“, — ამბობს მიტჩელი. 

ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ ტიტანზე მათანის წვიმა იშვიათია და ტიტანის წელიწადში ერთხელ ხდება, რაც დედამიწის 29,5 წელიწადს შეადგენს. თუმცა, როგორც მიტჩელი აცხადებს, ეს იმაზე უფრო ხშირია, ვიდრე აქამდე გვეგონა.  

„ვფიქრობდი, რომ ტიტანზე ათასწლეულში ერთხელ წვიმდა, შესაბამისად, ეს აღმოჩენა ნამდვილად სიურპრიზია“. 

წარსულში, ტიტანის კლიმატის მოდელები მიუთითებდა, რომ თხევადი მეთანი ძირითადად პოლუსებთან იყო კონცენტრირებული. მაგრამ არც ერთ წინა კვლევას არ შეუსწავლია თუ როგორ შეიძლება ნალექები იწვევდეს დანალექების ტრანსპორტირებასა და ეროზიას ან როგორ წარმოქმნის ზედაპირზე შემჩნეულ მრავალ სხვადასხვა მახასიათებელს. ეს კვლევა ასევე გვთავაზობს, რომ ზედაპირის მახასიათებლებში არსებული რეგიონული ვარიაციები გამოცვეული უნდა იყოს ნალექების რეგიონული სხვადასხვაობებით. 

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ როგორც ეს კვლევა მიუთუითებს, დედამიწასა და ტიტანს იმაზე უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით. დედამიწაზე, ამინდის სეზონურ მოვლენებს ტემპერატურაში არსებული სხვაობები განაპირობებს. 

ჩრდილოეთ ამერიკაში, ტორნადოები მთელი გაზაფხულის განმავლობაში ხდება, თუმცა ქარბუქები მხოლოდ ზამთარში. ამავე დროს, ატლანტის ოკეანეში წარმოქმნილი ტემპერატურული სხვაობები ზაფხულობით იწვევს ტროპიკულ ქარიშხლებს

ამის მსგავსად, როგორც ჩანს, ტიტანის ექსტრემალური ამინდის გამომწვევი მიზეზია სერიოზული ცვლილებები ტემპერატურასა და ტენიანობაში. როდესაც უფრო ცივა, მაღალი განედების ნოტიო აირი ურთიერთქმედებს დაბალი განედების უფრო თბილ, მშრალ აირთან, რაც ძლიერ წვიმებს იწვევს. 

ეს აღმოჩენა ასევ მნიშვნელოვანია მზის სისტემის იმ სხეულთა კვლევისათვის, რომლებზეც ასევე წარმოდგენილია გამოზიდვის კონუსები, მაგალითად, მარსის შემთხვევაში. 

და ბოლოს, ატმოსფერული ნალექებისა და პლანეტური ზედაპირის ურთიერთობის გარკვევამ ახალი ცნობები უნდა მოგვცეს იმ საფრთხეების შესახებ, რაც კლიმატის ცვლილებას აქვს დედამიწაზე თუ სხვა პლანეტებზე.  

ამ ყველაფრის ცოდნას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება და დაგვეხმარება კლიმატის ცვლილებით გამოწვეულუი ეფექტების შემცირებაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება არაბუნებრივი, უცაბედი და ძალიან სახიფათოა. 

ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღესაც ეს მონაცემები დაგვჭირდეს სხვა პლანეტებისა თუ სხეულების გარემოს შესაცვლელად, რათა ისინი უფრო ხელსაყრელი გავხადოთ ადამიანთა დასახლებებისთვის. 


ტიტანის ზღვები და ტბები


მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომ
წაკითხვა
აღმოჩენა ტიტანზე - ქიმიური ნაერთი, რომელსაც უჯრედის მემბრანის წარმოქმნა შეუძლია
აღმოჩენა ტიტანზე - ქიმიური ნაერთი, რომელსაც უჯრედის მემბრანის წარმოქმნა შეუძლია
სატურნის უდიდესი მთვარის, ტიტანის ატმოსფე
წაკითხვა
ჯეიმზ კამერონი და ტელეარხი National Geographic „ტიტანიკის“ შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ
ჯეიმზ კამერონი და ტელეარხი National Geographic „ტიტანიკის“ შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ
რეჟისორი ჯეიმზ კამერონი და ტელეარხი National Geographic „ტიტანიკის“ შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. 
წაკითხვა
ტიტანს საკმარისი ენერგია აქვს, რათა აშშ-ის ზომის კოლონია შეინახოს
ტიტანს საკმარისი ენერგია აქვს, რათა აშშ-ის ზომის კოლონია შეინახოს
თუკი გავბედავთ და ჩვენი მშობლიური პლანეტიდან კოსმოსში კოლონიების მშენებლობისათვის გავემართები
წაკითხვა
სატურნის მთვარე ტიტანზე მეთანის ზღვების ტალღები გაზომეს - შედეგი შთამბეჭდავია
სატურნის მთვარე ტიტანზე მეთანის ზღვების ტალღები გაზომეს - შედეგი შთამბეჭდავია
დედამიწის პოლუსების თოვლის სიმკვრივის გაზ
წაკითხვა
სატურნის მთვარე ტიტანის უცნაური ლაბირინთების საიდუმლო ამოხსნილია
სატურნის მთვარე ტიტანის უცნაური ლაბირინთების საიდუმლო ამოხსნილია
სატურნის უდიდესი მთვარის — ტიტანის ზედაპი
წაკითხვა
„კასინი“ უკანასკნელად გადაუფრენს სატურნის მთვარე ტიტანს
„კასინი“ უკანასკნელად გადაუფრენს სატურნის მთვარე ტიტანს
NASA-ს კოსმოსური ხომალდი „კასინი“ უკანასკ
წაკითხვა
"ტიტანიკში" ერთ-ერთი როლის შემსრულებელი ბილ პექსტონი გარდაიცვალა
მსახიობი&l
წაკითხვა