საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
698

რეფერენდუმის თანახმად, მოსახლეობა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ინსბრუკში ჩატარებას ეწინააღმდეგება

ელენე ბილიხოძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-18 00:58:00

ავსტრიაში, ტიროლის მხარეში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ტიროლის ფედერალური მიწის მოსახლეობა 2026 წელს ინსბრუკში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების წინააღმდეგია. 

ავსტრიის ხელისუფლებამ ოლიმპიადის მასპინძლობის შესახებ ივნისში ტიროლის მხარის დედაქალაქ ინსბრუკშის განაცხადი მოიწონა, თუმცა გადაწყდა, რომ ამ საკითხზე შემდგარიყო რეფერენდუმი. კენჭისყრა ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, 279 მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა 53,35 პროცენტმა ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგ მისცა ხმა.

ინსბრუკში ზამთრის ოლიმპიადა ორჯერ 1964 და 1976 წლებში ჩატარდა. 

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ქალაქის შესარჩევი განცხადებების მიღება სექტემბრის ბოლოს დაიწყო. სიონი (შვეიცარია), კალგარი (კანადა), ალმა-ატა (ყაზახეთი), საპპორო (იაპონია) და ერზურუმი (თურქეთი) - ეს იმ ქალაქთა ჩამონათვალია, რომლებიც სავარაუდო კანდიდატებად სახელდებიან. 

აშშ-ს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლარი პრობსის განცხადების თანახმად, შესაძლოა, აშშ-მაც წამოაყენოს თავისი კანდიდატურა 2026 ან 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე.

სოკ-ი კანდიდატი ქალაქების განაცხადების მიღებას 2018 წლის 31 მარტს დაასრულებს.

რომელი გახდება 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი, 2019 წლის ივლისში სოკ-ის სესიაზე გაირკვევა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ავღანეთი ზამთრის ოლიმპიადაზე პირველად გამოვა
ავღანეთი ზამთრის ოლიმპიადაზე პირველად გამოვა
ავღანელი სპორტსმენები პირველად მიიღებენ მონაწილეობას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. ეს მოხდება 2018 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეის ქალაქ &
წაკითხვა
2018 წლის ოლიმპიადიდან რუსეთის გაგდების მოთხოვნით უკვე 28 ქვეყანა გამოდის
2018 წლის ოლიმპიადიდან რუსეთის გაგდების მოთხოვნით უკვე 28 ქვეყანა გამოდის
კიდევ 12 ანტისადოპინგო სააგენტო შეუერთდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიმართ მოწოდებას, აუკრძალოს რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვ
წაკითხვა
ლერი ხაბელოვი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს შეხვდა
ლერი ხაბელოვი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ზა
წაკითხვა
7 წელი ვანკუვერის ტრაგედიიდან - ამბავი ნოდარ ქუმარიტაშვილზე
7 წელი ვანკუვერის ტრაგედიიდან - ამბავი ნოდარ ქუმარიტაშვილზე
წაკითხვა
პაწაწინა სახლები სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადის სტუმრებისთვის
პაწაწინა სახლები სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადის სტუმრებისთვის
სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებიან და ფიქრობენ, სად განათავსონ უამრა
წაკითხვა