საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
374

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-18 11:30:00


საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფმა ბაგრამის საავიაციო ბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის ამოცანები II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონისგან უკვე სრულად ჩაიბარა.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ავღანეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ასევე სამოქალაქო პირთა ხსოვნას.

პირად შემადგენლობას სიტყვით ტაქტიკური დაჯგუფების „ჯერონიმოს“ მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კრისტოფერ დემურემ და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაურმა, მაიორმა აარონ ლენცმა მიმართეს. მათ 23-ე ბატალიონს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და 31-ე ბატალიონს მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.

სამინისტროს ცნობით, ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ უფროს სამხედრო წარმომადგენელთან, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილთან ერთად მისი ახალი შემცვლელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, ამერიკელი ორვარსკვლავიანი გენერალი ლეოპოლდო ქუინტასი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდნენ დისლოცირებული კოალიციური ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მეთაურები, ქარაბაღისა და ბაგრამის პოლიციის უფროსებიც მოიწვიეს. ცერემონიალზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართველი სამოქალაქო პირებიც.

უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის 23-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ბექა ამბროლაძეს „ბრინჯაოს ვარსკვლავი“, ხოლო პირად შემადგენლობას ამერიკული მედლები გადაეცა. ქართულმა მხარემ კი, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ამერიკელი სამხედროები „გენერალი კვინიტაძე“ , "ქაქუცა ჩოლოყაშვილი" , "საბრძოლო იარისათვის" და „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ მედლებით დააჯილდოვა. სამახსოვრო საჩუქრები კოალიციური ძალების სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს.

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, რიგით მეოთხე როტაციას, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლ
წაკითხვა