საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
436

დავით სერგეენკო - სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა

გამოქვეყნებულია 2017-10-18 17:28:00

სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა. აღნიშნული განმარტება სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.

„ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა პრობლემების მიჩქმალვა, პირიქით - რეალური ამოცნობები ძალიან მნიშვნელოვანია. 2015 წელს ჩვენ შევცვალეთ სიმსივნური დაავადებების რეგისტრაციის სისტემა და დავნერგეთ თანამედროვე - ე.წ. „კიბოს რეგისტრი“. თუ იქამდე წელიწადში აღირიცხებოდა 7.000-მდე შემთხვევა, ჩვენ ყოველ წელს მოგვდიოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეტყობინება, რომ მონაცემები ბევრი კომპონენტის მიხედვით, არარეალური იყო და სინამდვილეში წელიწადში 12.000-ს უტოლდებოდა. კიბოს რეგისტრის დანერგვამ იმ წელსვე აჩვენა თითქმის 11.000 შემთხვევა, ანუ ჩვენი ამოცნობის და რეგისტრაციის სისტემა დაზუსტდა და მიუახლოვდა რეალურს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო არა 7.000 არამედ, სამწუხაროდ, 12.000 შემთხვევა, რომელთა რეგისტრაცია არ ხდებოდა. სიკვდილის დაუზუსტებელი მიზეზების ნაწილი იყო ძალიან დიდი, რაც მნიშვნელოვნად შემცირდა. აი, ეს არის მთავარი მიზეზი და არა ის, რომ რეალურად გაიზარდა კიბოს შემთხვევები. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა - ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდად ვიყოთ და არაფერი ვაკეთოთ იგივე, მაგალითად, ეკოლოგიის მიმართულებით“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დავთ სერგეენკო - C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა
დავთ სერგეენკო - C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა
C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლ
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის - საშუალო სიმძიმის
დავით სერგეენკო - ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის - საშუალო სიმძიმის
სოფელ
წაკითხვა
მარნეულში დაჭრილი პირების მდგომარეობას დავით სერგეენკო ადგილზე ეცნობა
მარნეულში დაჭრილი პირების მდგომარეობას დავით სერგეენკო ადგილზე ეცნობა
მარნეულში ჩავიდა საქართველოს ჯანდაცვის მი
წაკითხვა
დავით სერგეენკო - მჯერა, რომ ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება
დავით სერგეენკო - მჯერა, რომ ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქ
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ბაგა-ბაღის შენობიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ბლაგვი ტრავმა აღენიშნება
დავით სერგეენკო - ბაგა-ბაღის შენობიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ბლაგვი ტრავმა აღენიშნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერ
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ბორჯომში დაშავებულებს  მსუბუქი დაზიანებები აქვთ
დავით სერგეენკო - ბორჯომში დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ
ბორჯომში დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები
წაკითხვა
დავით სერგეენკო - რამდენიმე მნიშვნელოვანი კერის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ამინდის გამო ლიკვიდაცია გართულებულია
დავით სერგეენკო - რამდენიმე მნიშვნელოვანი კერის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ამინდის გამო ლიკვიდაცია გართულებულია
სტიქიის ზონაში დღის განმავლობაში რამდენიმ
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ბორჯომის ხეობაში ატმოსფერულ ჰაერში ​დაკვამლიანება შემცირდა
დავით სერგეენკო - ბორჯომის ხეობაში ატმოსფერულ ჰაერში ​დაკვამლიანება შემცირდა
დღის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში ატმოსფერულ ჰაერში, საბედნიეროდ, 
წაკითხვა