საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2380

ძველი ეგვიპტის დაცემა შესაძლოა, გიგანტური ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-18 20:03:00

კლეოპატრას თვითმკვლელობისა და ძველი ეგვიპტის დაცემის შესახებ, მრავალი ლეგენდა დადის.  

შექსპირისეული დრამისა და პოლიტიკური დაპირისპირებების გარდა, ამ იმპერიის კოლაფსის მიზეზები შესაძლოა კიდევ უფრო შორს მიდიოდეს.  

მკვლევრებმა შეისწავლეს დომინოს ეფექტი, რომელიც ძველ ეგვიპტეში სოციალურ გადატრიალებასა და დედამიწის მეორე მხარეს ამოფრქვეული ვულკანით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებას მოჰყვა. 

ისტორიკოსთა ჯგუფმა ერთმანეთს დაუკავშირა მყინვარულ საფარში ნაპოვნი ვულკანური მოვლენების მტკიცებულებები და ნილოსის ადიდების სეზონური ხასიათი; შედეგად, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეგვიპტისათვის სასიცოცხლო ამ ციკლის მოშლას უნდა გამოეწვია მოვლენები, რომლებმაც ამ ძლევამოსილი კულტურის დასუსტება განაპირობა. 

კლიმატის ცვლილება და სოცლიალური გადატრიალება ხშირად გადადის ხელიდან ხელში და განაპირობებს დრამატულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ძვრებს, რისი ხლივაც მარტივადაა შესაძლებელი მთელი ცივილიზაციის ისტორიაში. 

შესაბამისად, მოსაზრება სულაც არაა უცნაური. თუმცა, საღ ჰიპოთეზასაც კი აუცილებლად სჭირდება სოლიდური მტკიცებულებები. 

„ეს გახლავთ კლიმატის ჩანაწერების მშვენება“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯოზფ მენინგი. 

„პირველად ისტორიაში, შეგიძლიათ სინამდვილეში იხილოთ ეგვიპტის დინამიკური საზოგადოება და არა მხოლოდ ქრონოლოგიურად დალაგებულ სტატიკურ ტექსტთა აღწერილობა“. 

ჯგუფმა მიმართა წინა კვლევას, რომელიც დეტალურად აღწერს გასული 2500 წლის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან ვულკანურ ამოფრქვევათა განრიგს. 

დიდ პრობლემას არ წარმოადგენს ვულკანთა მიერ ამოფრქვეული ლავა. თუმცა, გამოტყორცნილ ფერფლსა და გოგირდის ნაწილაკებს შეუძლია აეროზოლების წარმოქმნა, რომლებიც სტრატოსფეროში მიმოიფანტება და ირეკლავს მზის სინათლეს, რაც ტემპერატურასა და ატმოსფერულ ნალექებზე გავლენას ახდენს ამოფრქვევის ადგილიდან ძალიან შორსაც კი. 

იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლებოდა დაზიანებულიყო ეგვიპტის სეზონური ამინდი დროებითი ამოფრქვევბით, მკვლევრებმა მიმართეს მონუმენტ ალ-მიქიასს, იგივე ისლამურ ნილომეტრს. 

ეს გასაოცარი არქიტექტურული ნაგებობა წარმოადგენს ხელოვნების, წყლის წყაროსა და ისტორიული ჩანაწერების შემნახველის ნაზავს. 

ახ. წ. მე-7 საუკუნიდან მოყოლებული, სტრუქტურა ინახავს ნილოსის ზაფხულის პიკების მონაცემებს, რის საფუძველზეც, მკვლევრებმა მოახდინეს მდინარის ნაკადისა იმ წლების ურთიერთკავშირის მოდელირება, როდესაც პლანეტის რომელიმე ადგილას ვულკანური ამოფრქვევები ფიქსირდება. 

ამ პერიოდზე ადრინდელი ნილოსის ციკლების დეტალირებისთვის, მკვლევართა ჯგუფმა უფრო ღრმად ჩაიხედა ისტორიულ ჩანაწერებში. 

შედეგად მიიღეს მდინარის გულისცემა მთელი ეგვიპტის ისტორიის განმავლობაში, რაც ასევე ირეკლავდა პლანეტის ტექტონიკურ აქტივობას. 

„როდესაც ნილოსი კარგად დიდდებოდა, მისი ხეობა ერთ-ერთი ყველაზე მოსავლიანი სასოფლო-სამეურნეო ადგილი იყო მთელ ძველ მსოფლიოში“, — ამბობს დუბლინის სამების კოლეჯის კლიმატის ისტორიკოსი ფრანცის ლუდლოუ. 

„მაგრამ მდინარე სახელგანთქმული იყო ვარიაციათა მაღალი დონით“. 

დღეისათვის, ნილოსი მსოფლიოს ყველაზე გრძელი მდინარეა, მაგრამ ძველეგვიპტელთათვის იგი ყველაფრის ცენტრი იყო. 

ყოველ ზაფხულს, ეკვატორული მუსონები ნილოსის ზედა მისადგომებს აღწევდა და ამარაგებდა წყლით, რომელიც შემდეგ მდინარეს ქვემოთ მიჰქონდა. 

ყოველწლიურად ასეთი ნაყოფიერი ქანებისა და წყლის მოტანის გარეშე, ეგვიპტეში ვერ იზრდებოდა მცენარეულობა, რაც განაპირობებდა საკვების მარაგის სიმცირეს. ალბათ ისედაც ნათელია, თუ რა მოყვებოდა საკვების ნაკლებობას. 

როგორც ისტორიული ჩანაწერები მიუთითებს, ერთ-ერთი ასეთი პერიოდი მოხდა პტოლემეების დინასტიის მმართველობისას, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილისას, ძვ. წ. 323 წელს დაიწყო. 

დაახლოებით ძვ. წ. 44 წელს, დედოფალ კლეოპატრა VII-ის მმართველობისას, დედამიწის რომელიღაც ადგილას მოხდა სასტიკი ვულკანური ამოფრქვევა, რის შედეგადაც ატმოსფეროში გაიფრქვა ფერფლისა და ცხელი აირების ჭავლები, რომლებმაც შეაჩერეს მუსონები; მუსონების შეჩერებას მოჰყვა ნილოსის ადიდებათა ციკლის მოშლა, რამაც საბოლოოდ, ეგვიპტეში სასტიკი შიმშილობა გამოიწვია. 

იმ დროის მსოფლიოში ნამდვილად ძალიან ბევრი რამ ხდებოდა. მთელ ევროპასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში რომაელები ისე დააბიჯებდნენ, თითქოს ყველაფერი მათი საკუთრება იყო. 

კლეოპატრას ხელისუფლებამ ვერ შესძლო საკვებით ხალხის მომარაგება, რამაც ძირი გამოითხარა ეკონომიკას და გამოიწვია მთელი მოსახლეობის თავმოყრა ქალაქებში. 

საბოლოოდ, მსგავსმა სოციალურმა მღელვარებამ რომაელებს ეგვიპტის დაპყრობა კიდევ უფრო გაუადვილა მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 30 წელს კლეოპატრამ სცენა ტრაგიკულად დატოვა; სვარაუდოდ, იგი ან მოწამლეს, ან გველის ნაკბენით დაიღუპა. 

ვულკანები ასევე კარგად ხსნის პტოლემეთა დინასტიის კიდევ ერთ საიდუმლოს. 

როგორც რომაელი ისტორიკოსი მარკ იუნიან იუსტინი ომის წამქეზებელ პტოლემე III-ზე წერს, „რომ არა ეგვიპტეში წარმოქმნილი არეულობა, იგი ძალიან დიდ ტერიტორიებს დაიპყრობდა“. 

საინტერესოა, რამდენად სერიოზული უნდა ყოფილიყო ეს არეულობა, რომ დინასტიის ყველაზე წარმატებულმა მმართველებმა უარი თქვეს საზღვრების გავრცობაზე — თანამედროვე ერაყისა და სირიის ტერიტორიების დაპყრობაზე?  

როგორც ჩანს, ამ სოციალურ არეულობაში დამნაშავე სწორედ ვულკანებია. 

ვულკანების მიერ მუსონების შეწყვეტას ჩვენს საუკუნეში ჯერ ვერ ვხედავთ. 

„თუმცა, ეს ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს“, — ამბობს მენინგი. 

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა. 

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ისლანდიის უდიდესი ვულკანი ამოფრქვევისთვის ემზადება
ისლანდიის უდიდესი ვულკანი ამოფრქვევისთვის ემზადება
ისლანდიაში, ვატნაიეკუდლის მყინვარის ქვეშ დაფიქსირებული მიწისძვრის გრუხუნი შეიძლება ქვეყნის უდ
წაკითხვა
ხეოფსის პირამიდაში უზარმაზარი საიდუმლო სიცარიელე აღმოაჩინეს
ხეოფსის პირამიდაში უზარმაზარი საიდუმლო სიცარიელე აღმოაჩინეს
ათასწლეულების განმავლობაში, ძველეგვიპტური
წაკითხვა
ზღვის დონის ცვლილება მიძინებულ ვულკანებს აღვიძებს - ახალი კვლევა
ზღვის დონის ცვლილება მიძინებულ ვულკანებს აღვიძებს - ახალი კვლევა
კლიმატის ცვლილების საზარელი პროგნოზების მ
წაკითხვა
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ვანუატუს ერთ-ერთ კუნძულზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ვანუატუს ერთ-ერთ კუნძულზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
ავსტრალიამ ვანუატუს ერთ-ერთ კუნძულთან სამაშველო გემები გააგზავნა. ხომალდებით კუნძულ ამბაედან მოსახლეო
წაკითხვა
მეცნიერებმა იტალიის საშიში სუპერვულკანის მაგმის სავარაუდო წყაროს მიაგნეს
მეცნიერებმა იტალიის საშიში სუპერვულკანის მაგმის სავარაუდო წყაროს მიაგნეს
მეცნიერთა ცნობით, სამხრეთ იტალიაში მდებარ
წაკითხვა
მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა
მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა
მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 
წაკითხვა
ვულკანის მასიური ამოფრქვევა ანტარქტიდაზე, რომელმაც სამხრეთ ნახევარსფეროს კლიმატის ცვლილება გამოიწვია
ვულკანის მასიური ამოფრქვევა ანტარქტიდაზე, რომელმაც სამხრეთ ნახევარსფეროს კლიმატის ცვლილება გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, ამერიკულ ჟურნალ Proce
წაკითხვა
იელოუსტოუნის სუპერვულკანთან 2 კვირაში 878 მიწისძვრა დაფიქსირდა - არის თუ არა ამოფრქვევის საფრთხე
იელოუსტოუნის სუპერვულკანთან 2 კვირაში 878 მიწისძვრა დაფიქსირდა - არის თუ არა ამოფრქვევის საფრთხე
იელოუსტოუნს მშფოთვარე ივნისი დაუდგა. ეროვნული პარკის ქვეშ გაწოლილი სუპერვულკანის მიდამოებში,
წაკითხვა