საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
879

ტერორიზმის საფრთხის გამო, შესაძლოა, 2020 წლიდან შენგენის ზონაში მგზავრობის წესები გამკაცრდეს

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-19 14:52:00

ტერორიზმის გაზრდილი საფრთხის გამო, ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსთან შენგენის ზონაში მგზავრობის წესების გასამკაცრებლად მოლაპარაკებებს იწყებს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, ამ წინადადებით საკანონმდებლო ორგანოს ევროკომისიამ მიმართა და ევროპარლამენტმა მოლაპარაკებების დასაწყებად მანდატი დღეს მიიღო. კენჭისყრა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტში შედგა. რეგულაციას მხარი დაუჭირა კომიტეტის უმრავლესობამ.

ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად, სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ მესამე ქვეყნის მოლაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და სავიზო ვალდებულებისგან გათავუსუფლებული არიან.

გარდა ამისა, შენგენის ზონაში მგზავრობის მსურველებს მოუწევთ ელექტრონული ფორმის შევსება, სადაც მათ უნდა მიუთითონ დაბადების ადგილი და თარიღი, პასპორტის მონაცემები, სახელი, გვარი, ეროვნება, სქესი, საკონტაქტო ნომრები, საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია, მგზავრობის მიზანი და სად აპირებენ გამგზავრებას.

სამგზავრო ნებართვის აღების ღირებულება 10 ევრო იქნება. გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან სტუდენტები, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის ნათესავები, 18 წლამდე ასაკის პირები. ელექტრონული აპლიკაციის ავტორიზაცია 72 საათში მოხდება და მისი გამოყენების ვადა იქნება სამი წელი. მესამე ქვეყნების მოქალაქეების მონაცემს ევროპოლის, ინტერპოლის შენგენის საინფორმაციო სისტემის შესაბამისი ორგანოები შეამოწმებენ. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება აპლიკანტის გასაუბრებაზე დაბარება. უარის მიღების დროს, სამგზავრო დოკუმენტის მიღების მსურველი პირი დეტალურ განმარტებას მიიღებს.

ეს არის ევროპარლამენტის მიერ მომზადებული წინადადებები, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაეგზავნებათ . არ არის გამორიცხული, რომ წევრმა ქვეყნებმა დამატებითი ცვლილებების განხორციელება მოითხოვონ. არ არის ცნობილი, თუ რა ვადა დასჭირდება მოლაპარაკებების დასრულებას.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით 60-ზე მეტი ქვეყანა სარგებლობს. ევროკომისიის მონაცემებით, 2020 წლისთვის სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლებული ქვეყნებიდან შენგენის ზონაში 39 მილიონ ადამიანს ელოდებიან. შეთანხმები მიღწევის შემთხვევაში, ახალი სისტემის ყოველწლოური ღირებულება 85 მილიონი ევრო იქნება და შესაძლოა, 2020 წელს შევიდეს ძალაში.

ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციის მიღებაზე მსჯელობის მიზეზი ტერორიზმის გაზრდილი საფრთხეა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ევროპარლამენტში სექსუალური შევიწროების ფაქტები დაგმეს
ევროპარლამენტში სექსუალური შევიწროების ფაქტები დაგმეს
ევროპარლამენტში სექსუალური შევიწროების ფა
წაკითხვა
ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში უცხოელების კონტროლის ახალი სისტემა დაამტკიცა
ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში უცხოელების კონტროლის ახალი სისტემა დაამტკიცა
ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში უცხოელები
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მზადაა, გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც მისგან მოითხოვენ, რათა დაიმკვიდროს თავისი მომავალი ევროკავშირში
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მზადაა, გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც მისგან მოითხოვენ, რათა დაიმკვიდროს თავისი მომავალი ევროკავშირში
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმე
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - 90-იანი წლების შემდეგ, ევროპული ინტეგრაცია საქართველოს განვითარების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს
მიხეილ ჯანელიძე - 90-იანი წლების შემდეგ, ევროპული ინტეგრაცია საქართველოს განვითარების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს
90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებულ
წაკითხვა
მგზავრობის წესების გამკაცრება შენგენის ზონაში - ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსთან მოლაპარაკებებს იწყებს
მგზავრობის წესების გამკაცრება შენგენის ზონაში - ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსთან მოლაპარაკებებს იწყებს
შენგენის ზონაში მგზავრობის წესები, შესაძლ
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოვისმინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მტკიცე მხარდაჭერა
მიხეილ ჯანელიძე - ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოვისმინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მტკიცე მხარდაჭერა
მოვისმინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიან
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხებს - რეპორტაჟი ბრიუსელიდან
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხებს - რეპორტაჟი ბრიუსელიდან
საქართველოში გატარებული რეფორმები, ასოცირების დღის წესრიგი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა მიხეილ ჯანელიძე
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს სიტყვით გამოვა
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს სიტყვით გამოვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს სიტყვით გამოვა. მიხეილ ჯანელიძე რეფორმებზ
წაკითხვა